ვონგ კარ-ვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვონგ კარ-ვაი
მშობლიური სახელი 王家衛
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1958 (1958-07-17) (65 წლის)
შანხაი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
მოქალაქეობა ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
კანის კინოფესტივალი

საუკეთესო რეჟისორი

1997 — ბედნიერები ერთად

ვონგ კარ-ვაი (ჩინ.: 王家衛 / 王家卫; დ. 17 ივლისი, 1958, შანხაი, ჩინეთი) — ჰონგ-კონგელი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როცა კარ-ვაი ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ჰონგ-კონგში გადავიდა. აქ მან დიდხანს ვერ შეძლო კანტონურ დიალექტთან ადაპტირება. ენის ასათვისებლად ის დედასთან ერთად დადიოდა კინოთეატრებში და საათობით უყურებდა ფილმებს. 1980 წელს დაამთავრა ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი „გრაფიკული დიზაინის“ სპეციალობით და დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია Television Broadcasts Limited-ში (TVB), სცენარისტად. 1980-დან 1987 წლამდე პერიოდში დაწერა სცენარი ათზე მეტი ფილმისთვის.

რეჟისორის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს შედგა მისი დებიუტი კრიმინალური მელოდრამით „სანამ გაშრება ცრემლი“. ამ სარეჟსორო ნამუშევარში იგრძნობა მარტინ სკორსეზეს „ბოროტი ქუჩების“ (1974) გავლენა, თუმცა უკვე კარგად ჩაანს კარ-ვაის ხელწერა — დამახასიათებელი ატმოსფერო, უდაბური ქუჩები, იაფფასიანი აზიური სასადილოები, გმირების ფატალური მარტოობა და ექსპრესიონისტული ფერთა პალიტრა. იმის მიუხედავად, რომ ეს მისი სადებიუტო ნამუშევარი იყო, ფილმის წარმატებამ კრიტიკოსების ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

შემდეგ სურათში, დრამაში „ველური დღეები“ (1991) უკვე სრულად ყალიბდება მისი ინდივიდუალური სტილი: წყვეტილი სიუჟეტური ხაზი, ფოკუსირება გმირებზე და ატმოსფეროზე, განუმეორებელი ვიზუალური სტილი და კოლორიტული მუსიკალური გაფორმება. აზიურ კინოთეატრებში ფილმი გამოვიდა დასახელებით „ა ფეის ნამდვილი ისტორია“. ამ ფილმით იწყება რეჟისორის თანამშრომლობა კინოოპერატორ ქრისტოფერ დოილთან, რომელიც შემდგომში ბევრ მის ფილმზე მუშაობდა.

მისი შემოქმედების მწვერვალი გახდა სურათი „სასიყვარულო განწყობა“. გენიალური შერევა გმირების, მათი ბედის, ატმოსფეროს და სიუჟეტური ხაზების. ფილმმა მიიღო ყველა შესაძლო ჯილდო და პრიზი თავის კატეგორიაში.

ვონგ კარ-ვაი იყო ჟიურის თავმჯდომარე კანის კინოფესტივალზე 2006 წელს, ასევე ბერლინის 63-ე კინოფესტივალზე 2013 წელს.

2007 წელს გამოვიდა მისი პირველი ნამუშევარი ამერიკელ მსახიობებთან „ჩემი კენკროვანი ღამეები“.

მუშაობის მანერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი მსახიობი, რომელიც თამაშობდა კარ-ვაის ფილმებში აღნიშნავს, რომ ის იწყებდა გადაღებს პრაქტიკულად ყოველგვარი მომზადების და სცენარის დამუშავების გარეშე. ამის გამო რეჟისორი ყველა სცენას რამდენიმეჯერ იღებდა, აძლევდა მსახიობებს საშუალებას მინდობოდნენ საკუთარ თავს და ეთამაშათ ისე, როგორც თავად გრძნობდნენ როლს. მსახიობი ჩან ძი იხსენებს: „...როცა ვონგ კარ-ვაისთან გადაღება დავიწყე, მას საბოლოოდ ჩამოყალიბებული სცენარიც კი არ ჰქონდა. მე არ ვიცოდი რაზე იყო ფილმი, ვიცოდი მხოლოდ როგორი იქნებოდა ჩემი როლი და ყველაფერს თანდათან ვიგებდი: დღეს ამას, ხვალ იმას. ის გვაძლევდა რამდენიმე ფურცელს, ხელით დაწერილ ტექსტს და გვეუბნებოდა: აი, დღეს შენ ეს. მე მას იქვე გადასაღებ მოედანზე ვკითხულობდი. ყოველი დღე ასეთ გადაღებებზე სიახლით სუნთქავდა“. მსგავს გამოცდილებაზე ყვება ცნობილი მსახიობი მეგი ჩუნი: „ჩვენ, მსახიობები ვიწყებდით პრაქტიკულად ყველაფრის გარეშე: სცენარის გარეშე, კონკრეტული იდეის გარეშე იმაზე, თუ რა ისტორიას მოგვითხრობდა ფილმი „სასიყვარულო განწყობა“. როლები ვითარდებოდა გადაღების დროს. ცხადია, იქამდე სანამ ჩაირთვებოდა კამერა, ვონგ კარ-ვაი გვიხსნიდა რას მოითხოვდა ჩვენგან“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლემეტრაჟიანი ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]