მდელოს ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდელოს ძაღლი
Cynomys ludovicianus -Paignton Zoo, Devon, England-8a.jpg
შავკუდა მდელოს ძაღლი (Cynomys ludovicianus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cynomys (Rafinesque, 1817)

მდელოს ძაღლი[1] (ლათ. Cynomys, ძვ. ბერძნ. κῠνο- +μῦς-დან — „ძაღლთაგვა“) — ძუძუმწოვართა გვარი ციყვისებრთა ოჯახისა. გარეგნულად ყვითელ თრიას (Spermophilus fulvus) წააგვანან; მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ-მდე, კუდისა 7–11 სმ-მდე;[2] შეფერილობა ღიაა, მურა-ქვიშისფერი. ცნობილია 5 სახეობა.[2][3][4] ბინადრობენ ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური და სამხრეთი რაიონების სტეპისა და უდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში ვაკეებისა და მთების ტერიტორიაზე; ვერტიკალურად ადიან ზღვის დონიდან 3200 მეტრამდე. სახლობენ დიდ კოლონიებად,[2][3] ღრმა სოროებში.[2] გამოსცემენ თავისებურ მყეფარა ყმას, საიდანაც მოდის მათი სახელწოდება.[3] ზამთარში მათი აქტიურობა მცირდება, შეიძლება ძილქუშს მიეცნენ.[2] იკვებებიან მცენარეთა მიწისზედა ნაწილებით. წელიწადში ერთხელ ყრიან 2–10 ნაშიერს.[2] წარმოადგენენ მტაცებელი მხეცების ნადავლს. ზიანს აყენებენ სათიბ სავარგულებს.[2] მათი ხორცი საკვებად ვარგისია.[2] შავი ჭირის გამომწვევის ბუნებრივი მატარებლები არიან.[2] 2 სახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ წიგნში.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. prairie dog — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 მდელოს ძაღლი // ბიოლოგიური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  3. 3.0 3.1 3.2 მდელოს ძაღლი // დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი
  4. Полная иллюстрированная энциклопедия. «Млекопитающие» Кн. 2 = The New Encyclopedia of Mammals / под ред. Д. Макдональда. — М.: Омега, 2007. — С. 441. — 3000 экз. — ISBN 978-5-465-01346-8.