მგზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მგზავრები
მგზავრები (ჯგუფი).jpg
ჯგუფი "მგზავრები"
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი საქართველო
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი, კლასიკური მუსიკა
აქტიური 2006 – დღემდე
წევრები გიგი დედალამაზიშვილი
ლაშა დოხნაძე
მიშა მეგრელიშვილი
დათო გოგელია
ბეჟო ამირანაშვილი
გუგა კუბლაშვილი
დათო უგრეხელიძე
ყოფილი წევრები გიგი გეგელაშვილი
გვანცა მათაშვილი
ნინი დედალამაზიშვილი
რეზო ბუაძე
გიორგი ახვლედიანი
ირაკლი სარავა – ვოკალი
საიტი mgzavrebi.com

მგზავრები“ — ქართული ჯგუფი. ჩამოყალიბდა 2006 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი წევრი, თუმცა შემდგომში მათი რიცხვი გაიზარდა და დროდადრო იცვლება.

ჯგუფის ლიდერი, გიგი დედალამაზიშვილი, განათლებით მსახიობია და სიმღერების წერა 2006 წელს დაიწყო. „მგზავრები“ პოპულარული გახდა დავით იმედაშვილის ფილმ „ოცნების ქალაქში“ გაჟღერებული სიმღერის შემდეგ.

2015 წლის ივლისში კოლექტივი გამოვიდა რუსეთში, ფესტივალ „Нашествие“-ზე[1], შემდგომში კი – ეთნიკური მუსიკის და მრეწველობის საერთაშორისო ფესტივალზე „МИР Сибири“[2]. 2016 წლის თებერვალში მიიღო „НАШЕ радио“-ს „Чартова дюжина“-ს ჯილდო ნომინაციაში „Взлом“[3]. 2016 წელს გამოვიდა რუსულ მუსიკალურ ფესტივალზე „Дикая мята“.[4]

ჯგუფის მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. „მგზავრებს“ არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი. გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეოც.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი წევრები
  • გიგი გეგელაშვილი – ფლეიტა, ფორტეპიანო
  • გვანცა მათაშვილი – ჩელო
  • ნინი დედალამაზიშვილი – ვოკალი
  • რეზო ბუაძე – ვოკალი
  • გიორგი ახვლედიანი – ვოკალი
  • ირაკლი სარავა – ვოკალი

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]