შინაარსზე გადასვლა

მარკუს ლატრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკუს ლატრელი
Marcus Luttrell

ლატრელი წიგნების ფესტივალზე ოსტინში, ტეხასი.
ეროვნება ამერიკელი
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1975 (1975-11-07) (49 წლის)
დაბადების ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი
კუთვნილება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი
სამხედრო სამსახურის წლები 1999–2007
წოდება პირველი კლასის ჰოსპიტალის ქორფსმენი
ნაწილი ზღვის ლომები
ბრძოლები/ომები ერაყის ომი
ჯილდოები მეწამული გული, საზღვაო ჯვარი

მარკუს ლატრელი (ინგლ. Marcus Luttrell; დ. 7 ნოემბერი, 1975) — აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი ზღვის ლომი. 2005 წლის ინვისში, ოპერაცია წითელი ფრთების მიმდინარეობისას თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო დაჯილდოვდა მეწამული გულითა და საზღვაო ჯვრით. ლატრელმა შეერთებული შტატების ფლოტში 8 წლიანი სამსახური პირველი კლასის ჰოსპიტალის ქორფსმენად დაასრულა.[1]

ლატრელი თანადამფუძნებელია სატელევიზიო შოუ After action-ის, რომელშიც სპეცდანიშნულების მქონე შენაერთებში ნამსახურები ვეტერანები სხვადასხვა საკითხებზე საუბრობენ.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკუს ლატრელი დაიბადა ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში. ზღვის ლომებში მოსახვედრად მან 14 წლიდან დაიწყო მომზადება. ლატრელს შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი ბილი შელთონი ეხმარებოდა, რომელიც მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა. მარკუსთან ერთად, თავის ტყუპისცალი ძმა, მორგანიც ვარჯიშობდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლატრელმა სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა და ბერძნული დამწერლობის შემსწავლელ საერთაშორისო გაერთიანება დელტა ტაუ დელტაში (ΔΤΔ) გაწევრიანდა.[2][3]

შეერთებული შტატების ფლოტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატრელი ფლოტში 1999 წელის მარტში ჩაეწერა.[4] ჰოსპიტალის ქორფსმენის წვრთვნების გავლის შემდეგ ის გადაიყვანეს ზღვის ლომების მოსამზადებელ საბაზისო კურსზე. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის მიუხედავად (მან ფეხი დაბრკოლებათა ხაზის გავლისას დაიზიანა), მან მაინც წარმატებით დაასრულა კურსი 2000 წლის 21 აპრილს[5]. 2001 წლის 2 თებერვალს ლატრელმა ზღვის ლომების სამკაპი მიიღო.

ზღვის ლომების საბაზისო (კლასი 226) კურსის გავლის შემდეგ, ლატრელმა არმიის პარაშუტისტთა სკოლისა და ზღვის ლომების საკვალიფიკაციო ტრენინგები გაიარა. ამის შემდეგ ის გაგზავეს ფორტ ბრაგში, ჩრდილოეთ კაროლინა, რათა გაევლო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის საველე ექიმის კურსი. ლატრელმა გიარა 6 თვიანი კურსი, სადაც შეისწავლა კონვენციური თუ არაკონვენციური სამედიცინო დახმარების ხერხები, დიაგნოსტიკა და ბრძოლის ველზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. 2003 წლის 14 აპრილს ის გადაისროლეს ერაყში Seal team 5-თან ერთად . რაზმის მიზანი იყო ერაყის წინააღმდეგობის ძალების დარჩენილი ნაწილის განადგურება და მასობრივი განადგურების იარაღის პოვნა.

2005 წელს ლატრელი გადაიყვანეს ავღანეთში. იგი მონაწილეობდა ოპერაცია წითელ ფრთებში. ლატრელის რაზმს ადგილობრივი მწყემსი გადააწყდა, თუმცა ზღვის ლომებმა გარისკეს და უიარაღო ადამიანი არ მოკლეს. ეს დღე ლატრელის თანამებრძოლებისათვის საბედისწერო გამოდგა. მწყემსმა ადგილობრივ მებრძოლებს შეატყობინა ამერიკელი სამხედროების იქ ყოფნის შესახებ. ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებიდან მხოლოდ მარკუსი გადარჩა.

ოთხ ზღვის ლომებს სამი მხრიდან ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან (აკ-47, რპგ-7, პკ-ს მძიმე ტყვიამფრქვევი, 82მმ ყუმბარმტყორცნი). მებრძოლებმა მრავალჯერ სცადეს ოპერაციების ცენტრთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ჯგუფის ოთხი წევრიდან სამი დაიღუპა, ლატრელი კი მრავალი მოტეხილობითა(მათ შორის ხერხემლისაც) და შრაპნელით დაჭრილი უგონოდ იწვა მიწაზე. Seal team 10-მა სცადა მისი გამოყვანა, მაგრამ მათი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ლატრელი ადგილობრივმა პაშტუნებმა გადაარჩინეს.

ოპერაცია წითელი ფრთების მიზანი მოჰამად ისმაილ ალიას აჰმად შაჰის მოკვლა იყო, რომელიც გადაურჩა ამერიკელებს, მაგრამ პაკისტანელი პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლა 2008 წელს.

გამოჯანმრთელების შემდეგ ლატრელი დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და 2006 წელს ჩავიდა რამადში (ერაყი). მარკუსი აფეთქდა და ხერხემალი ისევ დაიზიანა. დაზიანებები სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი იყო და მას თადარიგში გასვლა იძულებით მოუხდა.

ლატრელი შტატებში 2007 წელს დაბრუნდა და და პატრიკ რობინსონთან ერთად დაწერა წიგნი Lone Survivor: The Eyewitness Account of Operation Redwing and the Lost Heroes of SEAL Team 10.

2002 წლის მაისში ლითლ, ბრაუნ ენდ ქომფენიმ გამოუშვ ლატრელის უკანასკნელი წიგნი Service: A Navy SEAL at War .

დაარსდა 2010 წელს ჰიუსტონში, ტეხასი. ფონდის მიზანია დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახებისათვის იმედის დაბრუნება და გაძლიერება კეთილდღეობითა და ჯანმრთელობით. ფონდი უნიკალურ შესაძლებობებსა და სხვადასხვა სახის გარე აქტივობაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს დაჭრილ სამხედროებს, რათა შეუმსუბუქდეთ ტკივილი და სრულყოფილად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.

ლატრელი დაქორწინდა მელანი ჟუნოზე 2010 წლის 27 ნოემბერს ტეხასში. მარკუსმა თავისი დაღუპული თანამებრძოლის, მეთიუ აქსელსონის პატივსაცემად ვაჟს აქსი დაარქვა. 2012 წლის 14 იანვარს, სეინტ ჯუდის ბავშვების კვლევით საავადმყოფოში, ლატრელმა თავის ცოლთან ერთად განაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ. მათი ქალიშვილი ედი 2012 წლის 26 აგვისტოს მოევლინა ქვეყანას.

ლატრელის ტყუპისცალი ძმაც ასევე ყოფილი ზღვის ლომია. მორგანმა კარიერა ლეიტენანტის წოდებით დაასრულა.

  1. Marcus Luttrell. Navy Seals (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-01. ციტატა: „In 2006, Petty Officer Luttrell was awarded the Navy Cross for combat heroism.“ ციტირების თარიღი: 2008-12-10.
  2. Luttrell, Marcus (March 2006). Lone Survivor: The Eyewitness Account of Operation Redwing and the Lost Heroes of SEAL Team 10. Back Bay Books. ISBN 0-316-06759-8. 
  3. SEAL of Honor: Operation Red Wings and the Life of Lt. Michael P. Murphy, USN by Gary Williams (pg. 135)
  4. Bio. Marcus Luttrell.
  5. Couch, Dick (2003). The Warrior Elite: The Forging of SEAL Class 228.