მარკა (სომალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მარკა
სომალ. Marka
არაბ. مركة
Marka,Somalia.jpg
Merca minaret moonrise.jpg
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ქვემო შაბელეს რეგიონი
კოორდინატები 1°41′00″ ჩ. გ. 44°45′00″ ა. გ. / 1.68333° ჩ. გ. 44.75000° ა. გ. / 1.68333; 44.75000
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 230 100 კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
მარკა (სომალი) — სომალი
მარკა (სომალი)

მარკა (სომალ. Marka, არაბ. مركة) — ქალაქი სომალიში.

საერთო მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მარკა სომალის ქვემო შაბელეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2000 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 230 100 ადამიანს[1]. მარკა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, 70 კმ-ში სამხრეთით ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან. ის ასევე საზღვაო პორტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკა VII საუკუნეში დააარსა ბიიომალის ტომმა, რომელიც შედის ქუშიტური ენების ჯგუფის სომალელი ხალხის ოჯახში. სომალელი ხალხი ამ რეგიონში დასახლდა VI საუკუნეში და ისინი დღემდე ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ. ქალაქში და მის შემოგარენში ასევე ცხოვრობენ არაბულენოვანი ბენადირის ხალხი. ქალაქის არქიტექტურა გამოხატულია არაბულ სტილში.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დაწყებული სომალიში იტალიური კოლონიალური მმართველობის დროიდან და პრეზიდენტ მოჰამედ სიად ბარეს მმართველობის ბოლომდე, ქალაქი მარკა იყო კურორტი და დასასვენებელი ადგილი, როგორც უცხოელებისთვის, ასევე ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის. 1995-1996 წლებში სომალიში სამოქალაქო ომის დროს, სომალის გარშემო მიმდინარეობდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები (ეგრედ წოდებული «ბანანის ომი», სომალიში ყველაზე დიდ ბანანის პლანტაციებზე და პორტ მარკაზე კონტროლისათვის, რომლის საშუალებითაც მიდიოდა ბანანების ექსპორტის ძირითადი წილი), მაგრამ თვითონ ქალაქი არ დაზარალებულა. 2008 წლის ნოემბერში ქალაქი დაიკავეს ისლამისტური მოძრაობა ჯამაატ აშ-შაბააბის რადიკალურმა დაჯგუფებებმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Somalia City & Town Population. Tageo. წაკითხვის თარიღი: 31 December 2014.