მარინ გეტალდიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარინ გეტალდიჩი
Marino Ghetaldi.gif
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი 1568[1]
დაბ. ადგილი დუბროვნიკი[2]
გარდ. თარიღი 11 აპრილი 1626(1626-04-11)[1] (57 წლის)
გარდ. ადგილი დუბროვნიკი
მოქალაქეობა Flag of Most Serene Republic of Venice.svg ვენეციის რესპუბლიკა
სამეცნიერო სფერო მათემატიკა

მარინ გეტალდიჩი (ლათ. Marinus Ghetaldus; ხორ. Marin Getaldić; დ. 2 ოქტომბერი, 1568 — გ. 11 აპრილი, 1626) — ხორვატი მეცნიერი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი, რომელიც სწავლობდა იტალიაში, ინგლისსა და ბელგიაში. წარმატებას მიაღწია ფიზიკაში, კერძოდ, ოპტიკაში და მათემატიკაში. იგი, ფრანსუა ვიეტის რამდენიმე სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Variorum problematum collectio, 1607

მარინ გეტალდიჩი დაიბადა 1568 წლის 2 ოქტომბერს, დუბროვნიკში, გეტალდიჩების დიდგვაროვან ოჯახში. იგი, ექვსი შვილიდან ერთ-ერთი იყო. დაწყებითი განათლება, მშობლიურ ქალაქში მიიღო. 1588 წელს, იგი დუბროვნიკის რესპუბლიკის დიდი საბჭოს წევრი გახდა. 1595 წელს, გეტალდიჩი, მეგობართან ერთად ლონდონში გაემგზავრა. 1597-1599 წლებში, იგი ანტვერპენში ცხოვრობდა, სადაც, ფრანგ მათემატიკოს მიშელ კოგნეტთან ერთად სწავლობდა. ანტვერპენში, მან პირველი ნაბიჯები გადადგა მეცნიერულ კვლევებში. გარკვეული ხნის შემდეგ, გეტალდიჩი, საფრანგეთში დაბრუნდა და პარიზში, ფრანსუა ვიეტს შეხვდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი გავლენა იქონია მის შემდგომ მათემატიკურ კვლევაზე.

იტალიაში, კერძოდ, პადუაში დროებით ყოფნის დროს, იგი გალილეო გალილეის შეხვდა. ამ პერიოდში, გეტალდიჩმა, საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები პირველად გამოაქვეყნა. 1606 წელს, იგი დუბროვნიკში დაბრუნდა, სადაც, შეისწავლა ოპტიკა და ჩაატარა ექსპერიმენტები პარაბოლურ სარკეებზე ბეთის მღვიმეში.

იგი ცნობილია ალგებრის გეომეტრიასა და საკუთარ კვლევებში — გეომეტრიული ოპტიკის სფეროში გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც, შვიდი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის, Promotus Archimedus (1603) და De resolutione et compositione mathematica (1630). ამასთანავე, 1607 წელს, მან შექმნა ბროშურა — Variorum problematum colletio, რომელშიც მოცემული იყო 42 გეომეტრიული ამოცანის ამოხსნა და ამით, საფუძველი ჩაუყარა გეომეტრიის ალგებრაიზაციას[3]. მისი ნამუშევრები გეომეტრიის სფეროში, გამოიყენეს გერმანელმა ფიზიკოსმა კრისტიან ჰიუიგენსმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა და ასტრონომმაედმუნდ ჰალეიმ, რომელმაც, ჰალეის კომეტის ორბიტა გამოიანგარიშა.

მარინ გეტალდიჩი, პარაბოლური სარკის (დიამეტრით 66 სმ) კონსტრუქტორი იყო, რომელიც ამჟამად, ლონდონში, ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ინახება. ამასთანავე, იგი კონუსური ლინზის შექმნის ნოვატორი იყო[4]. იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საუნივერსიტეტო ცენტში, ბელგიის ქალაქ ლიოვენში, მას მათემატიკის პროფესორის თანამდებობა შესთავაზეს.

ამასთანავე, მარინ გეტალდიჩი, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. 1606 წელს, იგი, კონსტანტინოპოლში, რაგუსას რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი და დიდი და მცირე საბჭოს, აგრეთვე, რესპუბლიკის სხვადასხვა პოლიტიკური ორგანოს წევრი იყო. გეტალდიჩი ქორწინებაში იყო მარია სორკოჩევიჩთან, რომელიც მათი მესამე გოგონას დაბადებისას გარდაიცვალა. მათ სამი ქალიშვილი ჰყავდათ: ანიკა, ფრანიკა და მარია გეტალდიჩები.

მემკვირეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბროვნიკში, ორი თვალსაჩინო ტერიტორია, გეტალდიჩის სახელთან ასოცირდება: ბეთის მღვიმე, სადაც, მან არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა, მარინის ზედმეტსახელს ატარებს და პოზვიზდი, კოშკი, რომლის აშენებაც, 1604 წელს, დუბროვნიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მას შეუკვეთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • A. Favaro, "Marino Ghetaldi," Amici e corrisponsdenti di Galileo, 3 vols. (Firenze, 1983), 2, 911-34.
  • H. Wieleitner, "Marino Ghetaldi und die Anfänge der Koordinatengeometrie," Bibliotheca mathematica, 3rd ser., 13, pp. 242–247.
  • G. Barbieri, "Marino Ghetaldi," in Pietro F. Martecchini, Galleria di Ragusei illustri, (Ragusa, 1840).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive
  2. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #123521041 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Getaldić, Marin, ხორვატიული ენციკლოპედია.
  4. history and culture. წაკითხვის თარიღი: 2016-04-10