მარინა დურუნდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინა დურუნდა

მარინა დურუნდა (აზერ. Marina Sergey qızı Durunda; რუს. Марина Сергеевна Дурунда; დ. 12 ივნისი, 1997, სევასტოპოლი, უკრაინა) — წარმოშობით უკრაინელი, კარიერა დასრულებული აზერბაიჯანელი რიტმული ტანმოვარჯიშე.

დურუნდამ პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მალევე გახდა აზერბაიჯანული ტანვარჯიშის ლიდერი და სამგზის (2013-2015) ეროვნული ჩემპიონი. 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი (მინსკში) ბრინჯაოს მედლით, ხოლო ამავე წლის ევროპული თამაშები (ბაქოში) ვერცხლის მედლით დაასრულა. მარინა დურუნდა 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანს წარმოადგენდა; ოლიმპიადა მე-9 ადგილით დაასრულა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურუნდამ რიტმულ ტანვარჯიშში ვარჯიში 2001 წელს, სევასტოპოლში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 6 წლის ასაკში ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა. 2012 წელს, 7 წლის დურუნდამ კვიპროსის ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ყველა სხვა ტურნირშიც გაიმარჯვა. კვიპროსის პასპორტის ვერმიღების შემდეგ, დურუნდა აზერბაიჯანის შემოთავაზებას დათანხმდა (შემოთავაზების თანახმად, აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ეროვნული გუნდების ფედერაცია მას აზერბაიჯანის ჩემპიონატში მონაწილეობას სთავაზობდა).

დურუნდას პროფესიონალური კარიერის დებიუტი 2013 წლის მის ვალენტინის თასზე (ტარტუში, ესტონეთში) შედგა. ტურნირში მან მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა (პირველ-მეორე ადგილებზე უკრაინელი ჩემპიონი განა რიზატდინოვა და ვერცხლისმედალისტი მელიტინა სტანიოუტა გავიდა). 2013 წლის პესაროს მსოფლიო თასი მან მე-5 ადგილით დაასრულა. 2013 წლის სოფიას მსოფლიო თასი მე-6 ადგილით დახურა. 2013 წლის მინსკის მსოფლიო თასზე მან კვლავ მე-6 ადგილი დაიკავა. 2013 წლის ვენაში (ავსტრიაში) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დურუნდა და მისმა მეწყვილე, ლალა იუსიფოვა აზერბაიჯანის სახელით წარსდგნენ. მათ ჩემპიონატი მე-4 ადგილით დაასრულეს. მარინა დურუნდამ აზერბაიჯანის ეროვნული ჩემპიონობა პირველად 2013 წელს მოიპოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობა 2013 კიევში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში; ჩემპიონატი მე-5 ადგილით დაასრულა.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა დურუნდამ 2017 წლის სეზონის დასაწყისი ხელის ტრავმის გამო გამოტოვა. 2017 წლის მაისში, იგი ასპარეზობას დაუბრუნდა და ჯამში ხუთი მედალი მოიგო: მედლებს შორის იყო 2017 წლის ისლამის სოლიდარობის თამაშებზე მოპოვებული 3 ოქრო. იგი აგრეთვე ასპარეზობდა 2017 წლის ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში. ამავე წლის 6 ივნისს, ევროპული ტურნირის დაწყებამდე ექვსი დღით ადრე, დურუნდამ გამოაცხადა, რომ პროფესიონალურ რიტმულ ტანვარჯიშში კარიერა დაასრულა; მიზეზად მან წინა წელს მიღებული ხელის ტრავმა დაასახელა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურუნდა 5 ენაზე საუბრობს. ესენია:რუსული, აზერბაიჯანული, ინგლისური, ფრანგული და ბერძნული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]