მარინა გიგოლაშვილი
მარინა გიგოლაშვილი (დ. 8 დეკემბერი, 1943, თბილისი — გ. 27 ოქტომბერი, 2015) — ქართველი ასტრონომი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასტრონომიის სპეციალობით.
1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ლაბორანტად. 1966-1967 წლებში — ყირიმის (უკრაინა) ასტროფიზიკური ობსერვატორიის სტაჟიორ-მკვლევარი. 1968-1972 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი. 1972-2007 წლებში — ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2003-2006 წლებში — ევგენი ხარაძის სახელობის საქართველოს ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის მზის, პლანეტების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს განყოფილების გამგე. 2004-2006 წლებში — შემახის (აზერბაიჯანი) ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2007 წლიდან — ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი. 2008-2010 წლებში — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011 — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი. იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის მუშა ჯგუფების და ასტრონომიული გაერთიანებების წევრი: 2005 წლიდან — საერთაშორისო ჰელიოფიზიკური წლის საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი. საერთაშორისო ჰელიოფიზიკური წლის ბალკანეთის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნების რეგიონიალურ გაერთიანებაში საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი. საერთაშორისო ჟურანალის „SUN and GEOSPHERE“ რედაქციის წევრი. 2003 წლიდან — საერთაშორისო ჯგუფის BIOCOS წევრი. 2003-2006 წლებში — ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი. 2004 წლიდან — აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის საქართველოს ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი დაცვის საბჭოს წევრი. 2000 წლიდან — მზის გაერთიანებული დაკვირვებების (JOSO) საქართველოს ნაციონალური წარმომადგენელი. 1996-2006 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მზე-დედამიწის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები : დამხმ. სახელმძღვ. თბილისი, სტ. „ომეგა თეგი“, 2015, გვ. 216 ISBN 9789941073595
- ჩვენი გალაქტიკა, თბილისი, ელფი, 2006, გვ. 64 ISBN 999286141X
- მზე და პლანეტები, თბილისი, საქართველოს მაცნე, 2006, გვ. 64 ISBN 9994043048
- ნოველები, ვენა, მხითარისტთა სტ., 1998, გვ. 56
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 18