მარია კირხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კირხი
მშობლიური სახელი გერმ. Maria Margaretha Kirch
დაბადების თარიღი 25 თებერვალი 1570
ლეიფციგი, საქსონიის საკურფიურსტო, წმინდა რომის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი 1720 (50 წლის)
ბერლინი, პრუსიის სამეფო
საქმიანობა ასტრონომი
მეუღლე(ები) გოტფრიდ კირხი
შვილ(ებ)ი კრისტინა, კრისტფრიდ, მარგარეტა კირხები

მარია კირხი ( გერმ. Maria Margaretha Winkelman Kirch (დ. 25 თებერვალი, 1670 — გ. 29 დეკემბერი, 1720) — გერმანელი ასტრონომი. ასტრონომ გოტფრიდ კირხის მეუღლე, ასტრონომების კრისტფრიდ, კრისტინა და მარგარეტა კირხების დედა. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მარგარეტა დაიბადა 1670 წელს. ის იყო ლუთერანი მღვდელმსახურის ქალიშვილი. 13 წლის ასაკში დაკარგა ორივე მშობელი. მამა თვლიდა, რომ მარია ახალგაზრდა ვაჟების მსგავსად იმსახურებდა განათლების მიღებას და გოგონას ადრეული ასაკიდან ასწავლიდა. მარიამ ასევე მიიღო ზოგადი განათლება სიძის, იუსტინუს ტელნერისა და ცნობილი თვითნასწავლი ასტრონომის და ფერმერის კრისტოფ არნოლდისგან, რომელიც ახლოს ცხოვრობდა ქალაქ სომერფელდში და მიეწერება დიდი კომეტის პირველი აღმოჩენა. სავარაუდოდ, ამის წყალობით მან გაიცნო გოტფრიდ კირხი, რომელზეც დაქორწინდა 1762 წლის 8 მაისს. გოტფრიდმა მისი სახით შეიძინა არა მხოლოდ ცოლი და ექვსი შვილის დედა, არამედ თანაშემწე ასტრონომიულ დაკვირვებებსა და კალენდარულ გამოთვლებში. რაც იმ პერიოდში განუყოფელი იყო ასტროლოგიისგან.[2]

ლაიფციგსა და გუბენში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ, კირხები გადავიდნენ ბერლინში 1790 წელს, სადაც გოტფრიდმა მიიღო თანამდებობა astronomo ordinario. მას დაევალა გამოთვლები და კალენდრების კორექტირება, მარგარეტა კი მისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე იყო. იგი დამოუკიდებლად ატარებდა ასტრონომიულ დაკვირვებებს, რა დროსაც აღმოაჩინა კომეტა C/1702 H1 . 1709-1711 წლებში მარია მარგარეტა კირხმა დაწერა სამი ტრაქტატი ასტროლოგიაზე. მისი ნამუშევრები ასტრონომიაზე არ გამოქვეყნებულა, მაგრამ შეიტანეს მისი მეუღლისა და ვაჟის ნაშრომებში.[3]

1710 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარიას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკავებინა თანამდებობა astronomo ordinario. მან თხოვნით მიმართა პრუსიის მეცნიერებათა აკადემიას სამსახურის მიღების შესახებ, მაგრამ უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გოტფრიდ ლაიბნიცმა აღიარა მისი მიღწევები: ის ქალი იყო და ამიტომ ამ თანამდებობაზე დაინიშნა იოჰან ჰენრიხ ჰოფმანი. 1712 წლის ოქტომბერში მარია მარგარეტა შვილებთან ერთად გადავიდა ბერლინში და დაიწყო მუშაობა ბარონ ბერნჰარდ ფრიდრიხ ფონ კროსიგკის ობსერვატორიაში. მისი ნამუშევარი ასტრონომიულ დაკვირვებებზე შეტანილი იყო კალენდრებში, რომლებიც გამოქვეყნდა ბრესლაუსა და ნორნბერგში.

ბერნჰარდ კროსიგკას გარდაცვალების შემდეგ, მარია მარგარეტი გაემგზავრა დანციგში, სადაც აიღო და მოახდინა იან ჰეველიუსის ობსერვატორიის რეორგანიზაცია. 1716 წელს მან არ მიიღო პეტრე I-ის შეთავაზება ვაჟიშვილთან ერთად მოსკოვში ჩასულიყო და ასტრონომი გამხდარიყო.[4]

მარია მარგარეტა და კრისტფრიდი ჩავიდნენ ბერლინში, სადაც მისი ვაჟი დაინიშნა ბერლინის ობსერვატორიის დირექტორად იოჰან ჰოფმანის გარდაცვალების შემდეგ. გარდა კალენდარზე მუშაობისა, მარია მარგარეტა სხვა კალენდრებისთვის ასტრონომიული დაკვირვების მონაცემების მიწოდებით ახერხებდა თანხის გამომუშავებას. აკადემიის თანამშრომლები უკმაყოფილოები იყვნენ, რომ მათთან ქალი მუშაობდა და თან მარია მარგარეტა საქმეებში ერეოდა. 1717 წელს მარია იძულებული გახდა დაეტოვებინა ობსერვატორია და მის ტერიტორიაზე მდებარე სახლი.[5]

1720 წელს მარია მარგარეტა ცხელებისგან გარდაიცვალა. მის საპატივსაცემოდ ასტეროიდ (9815) -ს უწოდეს Mariakirch.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thomas Hockey. Biographical Encyclopedia of Astronomers. — Springer, 2007. — 1342 с. — ISBN 978-0-387-31022-0.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roland Wielen (March 2016). "Leibniz-Objekt des Monats: Leibniz und das Kalender-Edikt von 1700". Berlin-Brandenburgische Akademie der Wissenschaften.
  2. Angerman, Arina (1989). Current Issues in Women's History. pp. 23–24
  3. Schiebinger, Londa (1989). The Mind Has No Sex?: Women in the Origins of Modern Science. Harvard University Press. p. 82.
  4. Kronk, Gary (2014). Cometography: Volume 1, Ancient–1799: A Catalog of Comets. Cambridge University Press, United Kingdom.
  5. "Maria Winckelmann - Biography". Maths History. Retrieved 6 May 2022