მარია ზახაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 აგვისტო, 2015
პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი
წინამორბედიალექსანდრ ლუკაშევიჩი

დაბადებული24 დეკემბერი, 1975 (1975-12-24) (43 წლის)
მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობარუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიაერთიანი რუსეთი
მამავლადიმერ ზახაროვი
დედაირინა ზახაროვა
მეუღლეანდრეი მაკაროვი
შვილებიქალიშვილი მარიანა
განათლებამსსუი
საქმიანობადიპლომატი, სინოლოგი

მარია ზახაროვა (რუს. Мари́я Влади́мировна Заха́рова; დ. 24 დეკემბერი, 1975, მოსკოვი[1]) — რუსი დიპლომატი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი (რუსეთისფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი) 2017 წლის 26 დეკემბრიდან.[2][3] რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს მარია ზახაროვამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის სპეციალობით. სტუდენტობის წლებში ზახაროვა მუშაობდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზუბოვსკის ბულვარის პრეს-ცენტრში, უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გადიოდა პრაქტიკას რუსეთის საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.[1]

1998 წლიდან ზახაროვა შედიოდა ჟურნალ „დიპლომატიური ცნობარის“ რედაქციაში (გაზეთს გამოსცემს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო), შემდეგ კი მუშაობდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტში.[1]

2003—2005 წლებში ზახაროვა იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მედიის ოპერატიული მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.[1]

2005—2008 წლებში ზახაროვა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ქალაქ ნიუ-იორკში) რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი.[1]

2008—2011 წლებში ზახაროვა კვლავ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის განყფილების ხელმძღვანელია, ხოლო 2011 წლის 10 აგვისტოდან 2015 წლამდე იკავებდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს.[1] მის მოვალეობებში შედიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ბრიფინგების ორგანიზაცია და ჩატარება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ქსელების მუშაობის ორგანიზება და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის უცხოური ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.[1]

2014 წელს, როდესაც დეპარტამენტი გახდა „რუნეტის პრემიის“ ლაურეატი „კულტურის, მედიის და მასობრივი კომუნიკაციების“ ნომინაციაში, ოფიციალურ ცერემონიაზე ჯილდო მარია ზახაროვას გადაეცა.[1]

2015 წლის 10 აგვისტოს ზახაროვა დაინიშნა ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორად. ჩაანაცვლა ალექსანდრე ლუკაშევიჩი, რომელიც სხვა თანამდეობაბზე გადავიდა და გახდა პირველი ქალი საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიაში,[1][4] რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[5] ამ პოსტზე ყოფნისას, ზახაროვა ატარებს ყოველკვირეულ ბრიფინგებს ჟურნალისტებისთვის, აკეთებს ოფიციალურ განცხადებებსა და კომენტარებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით.[6]

2015 წლის 24-25 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული ქალთა ევრაზიული ფორუმის მომზადების საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი მარია ზახაროვა იყო.[1]

იგი არის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, რუსეთის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს წევრი.[7][8]

რუსულის გარდა, იცის ინგლისური და ჩინური ენები.[9]

2017 წლის 26 იანვარს ზახაროვამ მიიღო პირველი ორდენი თავის კარიერაში. კრემლში მეგობრობის ორდენი მას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადასცა. 30 ცნობილი სახელმწიფო და საზოადოებრივი დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ყველა დაჯილდოებული გამოირჩეოდა ოსტატობის უმაღლესი დონით, სრული თავდავიწყებით მუშაობის შესძლებლობით, და, რაც მთავარია, დასახული მიზნების განხორციელებით.[10][11][12]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზახაროვას მეუღლე არის ანდრეი მაკაროვი,[13] მუშაობს მენეჯერად ერთ-ერთ რუსულ კომპანიაში, განათლებით არის ინჟინერი.[14] ისინი დაქორწინდნენ 2005 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ზახაროვა იქ მუშაობდა.[15] 2010 წლის 30 ივნისს შეეძინათ ქალიშვილი მარიანა.[16]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფიაში წითელი არმიის ძეგლზე ანტისემიტური წარწერების გამოჩენის შემდეგ,[17] ზახაროვამ 2017 წლის 2 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე განაცხადა: „ეს გამოხტომა არის განსაკუთრებით ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი მეომრების წყალობით მოხერხდა ბულგარეთიდან ებრაელების დეპორტაციის პრევენცია და შესაბამისად, 50 000 ადამიანის გარდაუვალი სიკვდილისგან დახსნა“.[18] საპასუხოდ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ „როდესაც ბულგარელი მოქალაქეები დგებოდნენ ნაცისტთა სიკვდილის ბანაკებში მიმავალი მატარებლების რელსებზე, როდესაც ბულგარული პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები წერდნენ ბულგარელი ებრაელების დასაცავ წერილებს, ხოლო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქები უერთდებოდნენ ებრაელებს, რომელთაც დეპორტაცია ემუქრებოდათ და ამბობდნენ, რომ მათი თანამემამულეები ბანაკში მხოლოდ მათთან ერთად გაემგზავრებოდნენ, წითელი არმია ბულგარეთის საზღვრებისგან ათასი კილომეტრით იყო დაშორებული“,[19] ხოლო ბულგარელი ებრაელების ორგანიზაცია „შალომში“ ხაზი გაუსვეს, რომ „ებრაელების გადარჩენა დიდწილად არის ბულგარელი ხალხის, ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესიის და ბულგარული ანტიფაშისტური მოძრაობის დამსახურება“.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 Мария Захарова. Биография // ТАСС, 10.08.2015
  2. Путин присвоил Захаровой новый дипломатический ранг“, Газета.Ru. წაკითხვის თარიღი: 2017-12-26. 
  3. Официальный интернет-портал правовой информации. publication.pravo.gov.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-12-26.
  4. О назначении М. В. Захаровой директором Департамента информации и печати МИД России. Министерство иностранных дел Российской Федерации
  5. Официальным представителем МИД России стала «анти-Псаки» Мария Захарова დაარქივებული სექტემბერი 23, 2015 საიტზე Wayback Machine. tsnews.ru.
  6. Брифинг официального представителя МИД России М.В.Захаровой. МИД РФ (2017-02-03).
  7. Состав Коллегии МИД России / mid.ru
  8. Члены совета по внешней и оборонной политике России.
  9. РИА «Новости», 10 августа 2015 года. Официальным представителем МИД России назначена Мария Захарова
  10. Путин вручил госнаграды Захаровой и Ливанову. ТВЦ (2017-01-26).
  11. Путин вручил Захаровой орден Дружбы. Gazeta.ru (2017-01-26).
  12. Захарова оказалась в числе 30 россиян, получивших в четверг в Кремле государственные награды из рук президента страны. Sputnik Беларусь (2017-01-26).
  13. Мария Захарова. Дипломат, Представитель Министерства иностранных дел РФ. Биография
  14. [https://news.rambler.ru/politics/41196688-zaharova-rasskazala-o-supruge/ «Он просто не публичный человек»: Мария Захарова заговорила о своем замужестве / rambler.ru
  15. Чесноков Э. Фотограф Николай Комиссаров: «Нью-Йоркская свадьба Марии Захаровой была трезвой!» // Комсомольская правда, 14.11.2016.
  16. Пост на официальной странице Facebook — Facebook, 3.6.2013
  17. Опять двойка. Теперь во лжи Захарову уличил МИД Болгарии
  18. Брифинг официального представителя МИД России М.В.Захаровой, Москва, 2 ноября 2017 года
  19. Изявление на дирекция „Пресцентър” на МВнР: Не съветската армия, а българският народ спаси българските евреи}}
  20. Москва: Червената армия помогна за спасяването на българските евреи