მართა კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მართა კაკაბაძე (დ. 16 სექტემბერი, 1928 — გ. 30 ივლისი, 2008) — ქართველი არქიტექტორი. დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია . 1950 წლიდან მუ­შა­ობ­და „საქსოფლმშენსახპროექტში“. მისი ნამუშევრებია: კ. ამირეჯიბის სახელობის სა­ქარ­თვე­ლოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრი­ფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი სოფელ ­დიღომში (1967), მ. სა­ბაშვი­ლის სახელობის სა­ქართველოს ნიადაგთ­მცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1971), სა­ქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1979), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი ანასეულში (1984).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო, ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 2018 გვ. 472-473

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]