მანჩესტერული ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
მანჩესტერული ტერიერი (ინგლ. Manchester Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVI საუკუნეში.
მრავალი საუკუნის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში შავ-ხორბლისფერ ტერიერებს მღრღნელების გასანადგურებლად იყენებდნენ. XIX საუკუნეში მანჩესტერელმა ჯონ ჰალმმა შეაჯვარა შავი ტერიერი და უიპეტი, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი, მოხერხებული და აზარტული ვირთხის დამჭერი მანჩესტერული ტერიერი. ოდესღაც პოპულარული ეს ჯიში ჩვენს დროში იშვიათობას წარმოადგენს. პოპულარობის პიკს ამ ათლეტური აღნაგობის ტერიერმა დაახლოებით 100 წლის წინ მიაღწია, როდესაც მას „ინგლისელი ჯენტლმენის ტერიერს“ უწოდებდნენ.
მალე ის აშშ-სა და გერმანიაში მოხვდა: დღემდე გავრცელებულია აზრი, რომ მანჩესტერული ტერიერის შავ-ხორბლისფერი შეფერილობა „მემკვიდრეობით“ გადაეცა დობერმანს. როდესაც ძაღლებით ვირთხების „სპორტული“ განადგურება მოდიდან გადავიდა, ამ ჯიშის პოპულარობაც შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერული ტერიერი საკმაოდ ადვილად ბრაზდება, ის კარგი კომპანიონია და ყოველთვის მზადაა დაიცვას პატრონი. მანჩესტერული ტერიერი კარგად იტანს სიცხეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგი მოდარაჯეა. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ძნელად იწვრთნება და ვერ ეგუება სხვა ძაღლებს. აქვს V-ს მსგავსი ყურები, მოკლე სხეული ამობურცული ნეკნებით და ოდნავ ამობურცული ზურგით, მცირე ზომის, მუქი, მბზინავი თვალებით, პროპორციული, სწორი და გრძელი წინა ფეხები. ბალანი ძალიან მოკლე, ხშირი, უხეში და მბზინავია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანჩესტერული ტერიერი დაარქივებული 2014-10-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)