უიპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
უიპეტი

უიპეტი (ინგლ. whippet) — მწევარი ძაღლის ჯიში. მისი წინაპრები, სავარაუდოდ, იყვნენ ძაღლები, რომლებიც ბრიტანეთის კუნძულებზე რომაელებთან ერთად მოხვდნენ ჩრდილოეთ აფრიკიდან; მათი შეჯვარებით ადგილობრივ ტერიერებთან და მწევრებთან XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა უიპეტის ჯიში თანამედროვე იერით. იყენებდნენ ბოცვრებზე სანადიროდ და რბოლებში. ჯიშის პირველი სტანდარტი დიდ ბრიტანეთში მიიღეს 1903 წელს, ამჟამად მოქმედი — 1987 წელს. უიპეტი საშუალო ტანის (სიმაღლე მინდაოში 44–51 სმ) ელეგანტური ჯიშია, სხეულის აგებულება ხმელია. თავი გრძელი, ხმელი და სოლისებრია; შუბლი ბრტყელი; დინგზე გადასასვლელი სუსტადაა გამოხატული. თვალები ოვალურია; ყურები პატარა, რბილი, ვარდის ფორმის, უკან მიმართული. ტანი დაკუნთულია, მკერდი ღრმა, წელი ოდნავ ამოზნექილი, საზარდული ჩამოშვებული. ბეწვი მოკლე, წმინდა და დამდგარი, სხვადასხვა ფერის. პატრონის ერთგული ძაღლია, ადვილად ემორჩილება დრესირებას. პოპულარული ჯიშია მთელ მსოფლიოში, ყოლიობენ როგორც ძაღლ-კომპანიონს, რბოლებში მონაწილეობის მისაღებად, იშვიათად — მცირე ზომის ნადირზე სანადიროდ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Соловьева Л. Н. Уиппет // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 722.