მანუელა არკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Manuela Arcuri
Manuela Arcuri by Alberto Magliozzi.jpg
მანუელა არკური-1995 წ.
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1977 (44 წ.)
ანაგნი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა ფოტომოდელი, მსახიობი
მეუღლე(ები) ჯოვანი დი ჯანფრანჩესკო
შვილ(ებ)ი 1

მანუელა არკური (იტალ. Manuela Arcuri; დ. 8 იანვარი, 1977, ანაგნი) — იტალიელი მსახიობი და ფოტომოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუელა არკური, მაურო ატურო და ანა ფალჩი

მანუელა არკური დაიბადა 1977 წელს ქალაქ ანაგნიში, გაიზარდა ლათინაში (ლაციოს ოლქი).მისი მამა  კალაბრიის კროტონეს პროვინციიდანაა , ხოლო დედა - კამელიას აველინოდან.  გოგონა ადრეული ასაკიდან ჩაერთო შოუბიზნესში. იგი 14 წლის ასაკში  გახდა პროფესიონალი მოდელი, მონაწილეობდა  ფოტოსესიებში, ჩვენებებსა და სილამაზის კონკურსებში.[1]

არკურური სწავლობდა რომის დრამატული ხელოვნების აკადემიაში. მისი სამსახიობო  კარიერა დაიწყო მცირე როლით ლეონარდო პიერაციონის კომედიურ ფილმში "ლაურეატები". მას  მოჰყვა კომედიური ფილმების სერია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სადაც არკური მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. ფილმებში ძირითადი ყურადღება კეთდებოდა მის  მის გარეგნობაზე. სამსახიობო კარიერის, მოდელად მუშაობის, გულწრფელ ფოტოსესიებში და საცურაო კოსტუმების რეკლამირების პარალელურად, რეჟისორებს მსახიობი ძირითადად მომხიბვლელ ლამაზმანად მიიჩნევდნენ, რომელსაც შეეძლო ფილმების საყურებლად მამაკაცი მაყურებლის მოზიდვა. ამ მიდგომის მთავარი მაგალითია კომედიური ფილმი Bagnomaria - რეჟისორი ჯორჯო პანარიელო. [2][3]

Manuela Arcuri 8 (cropped).jpg

1990-იანი წლების ბოლოს - 2000-იანი წლების დასაწყისში, მანუელამ ითამაშა რამდენიმე ესპანურ ფილმში. მათ შორისაა კრიმინალური დრამა: "შეჰერეზადას ძიებაში" (დეტექტივი ციკლიდან  პეპე კარვალიოს შესახებ), კოსტუმირებული დრამა "სიგიჟის სიყვარული" და ტრილერი "ჯადოქრის საქმე". მისი სამოდელო კარიერის მწვერვალი 2001 წელს ჟურნალ Panorama– ს ეროტიული ფოტოსესია იყო, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა კონრად გოდლიმ ჩაატარა სიცილიური ლანდშაფტების ფონზე . 2000-იანი წლების დასაწყისში არკური  პრაქტიკულად ჩამოსცილდა კინოს. უფრო მეტად მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში მსახიობს  საყოველთაო აღიარება მოუტანა   პოპულარულმა იტალიურმა სატელევიზიო სერიალმა კარაბინერები (იტალ. Carabinieri) .მასში მანუელამ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშა იტალიელი პოლიციელის პაოლა ვიტალი, რომლის პროფესიონალური საქმიანობისა და პირადი ცხოვრების გარშემო ვითარდებოდა სიუჟეტის უმეტესი ნაწილი.  მსახიობისათვის ასევე წარმატებული გამოდგა რეჟისორების ლუიჯი პარიზისა და ალესიო ინტურის მიერ 2010-2011 წლებში  გადაღებული მინისერიალი ცხელი სისხლი (იტალ. Sangue caldo), რომლის პრემიერა იტალიაში Canale 5-ზე გაიმართა.[4]

2001 წელს მსახიობი გიალაპას ორკესტრთან ერთად გაუძღვა სატელევიზიო შოუს Mai dire Gol. 2002 წელს, Pipo Baudo- სა და Vittoria Belvedere- სთან ერთად მასპინძლობდა სან რემოს მუსიკალურ ფესტივალს, ხოლო 2003 წელს, თეო თეოკოლისთან და ანა მარია ბარბერასთან ერთად -კომედიური სატელევიზიო შოუს Scherzi a parte მერვე ეპიზოდს.

მანუელა კარატეში შავი ქამრის მფლობელია. მას ხშირად იწვევდნენ ყოფილი პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პირად წვეულებებზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებს ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა ჭორები. მანუელა არკურის მიაწერდნენ რომანებს ფეხბურთელებთან ფრანჩესკო ტოტისთან და ფრანჩესკო კოკოსთან, ფარიკაობის ოლიმპიურ ჩემპიონ ალდო მონტანოსთან. 2010 წელს მანუელა დაინიშნა ჯოვანი დი ჯანფრანჩესკოზე. 2013 წლის ოქტომბერში წყვილმა განაცხადა, რომ შვილს ელოდებოდა. 2014 წლის 8 მაისს არკურის შეეძინა ვაჟი, რომელსაც მატია დაარქვეს .

მანუელას უფროსი ძმა, სერხიო არკური, ასევე მსახიობია.დასთან ერთად მან ითამაშა ოთხ სერიალში.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Manuela Arcuri e le sue origini calabresii დაარქივებულია ორიგინალიდან 2014 წლის 6 იანვარს წარდგენილია 2016წლის 6 თებერვალს.
  2. Manuela Arcuri: "Volata scudetto? Tifo Napoli, mia madre è di Avellino"
  3. Libero Quotidiano, 17 September 2011[მკვდარი ბმული]
  4. " L'Onore e il rispetto". tvzap.kataweb.it(იტალ.ენაზე)