ცხელი სისხლი (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხელი სისხლი
ცხელი სისხლი.jpeg
ტელესერიალი ცხელი სისხლი
ჟანრი თრილერი
დრამა
ფორმატი მინისერიალი
რეჟისორი ლუიჯი პარიზი
მონაწილეობენ ასია არჯენტო
მანუელა არკური
გაბრიელი გარკო
ბრუნო ირონი
ვინსენტ სპანო
ფრანჩესკო ტესტი
რანიერო მონაკო დილაპიო
კომპოზიტორი სტეფანო კაპრიოლი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ენა იტალიური
სეზონი 1
ეპიზოდი 6
კომპანია
მონტაჟი ვანიო ამიჯი
ხანგრძლივობა 100 წუთი
კომპანია Stefano De Neradis
Prima visione
Prima TV Italia
ეთერი
პირველად ეთერში 9 სექტემბერი, 2011
უკანასკნელად ეთერში 14 ოქტომბერი, 2011
საიტი fiction.mediaset.it/sangue-caldo/stagione-1/

ცხელი სისხლი (იტალ. Sangue caldo) — იტალიური მინისერიალი, რომლის რეჟისორები არიან ლუიჯი პარიზი და ალესიო ინტური. პრემიერა იტალიაში Canale 5-ზე 9 დეკემბერს[1] გაიმართა. სერიალი ჩვენება 14 ოქტომბერს დასრულდა. მთავარ როლებში არიან ასია არჯენტო, მანუელა არკური, გაბრიელი გარკო, ბრუნო ირონი, ვინსენტ სპანო, ფრანჩესკო ტესტი და რანიერო მონაკო დილაპიო.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება დაიწყო 2010 წლის სექტემბერში და დასრულდა 2011 წლის თებერვალში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება 1958 წლის რომში ხდება. ოთხი თავზეხელაღებული ადამიანი გადაწყვეტს, ბანკი გაძარცვოს და ნაქურდალი ფული გაინაწილონ, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდება და ძარცვის დროს პოლიცია ერთ მძარცველს მოკლავს, ხოლო ერთს დაჭრის და აკავებს, დანარჩენი ორი კი გაქცევას მოახერხებს. ესენი არიან არტურო ლა პაილია, იგივე „მისტერი“ და ჯანი ფონტანა არიანი. მისტერი ნაქურდალი ფულით თავის შეყვარებულს ანა როსის მიაკითხავს, რომელიც ბორდელში მუშაობს და ფულის ბანკში შენახვას სთხოვს. ანა ვერ შეძლებს წასვლას და ფულის წაღებას მის მეგობარ ლორეტას სთხოვს, რომელიც ფულს მანქანით გადაიტანს.

ძარცვაში მონაწილეობას ჯანი ფონტანაც იღებდა, ის მანქანაში იჯდა და უნდა დალოდებოდა მათ გამოსვლას, თუმცა, პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეშინდა და გაიქცა. ფონტანას ნაქურდალი ფული ძალიან სჭირდება, რადგან ჩირასოლასთან ვალი აქვს. ჯანი მისტერს სასტუმროში მიაკითხავს და მოკლავს. თან გაიგებს, რომ ფული ანასთან არის. გადის წლები. ანას ორი შვილი ანტონია და სერჯო ეყოლა მისტერისგან, ლორეტას კი ბიჭი, ენეა. ჯანი და მისი საყვარელი რიკარდო ბოსი მალევე იპოვიან ანას და ჯანი მოტყუებით იქორწინებს მასზე, ქორწილის შემდეგ კი ძალის გამოყენებით შეეცდება, ათქმევინოს, თუ სად წაიღო ნაქურდალი ფული. ანა შემთხვევით ჯანის საყვარელს რიკარდოს კლავს და გაიქცევა, ამის გაგების შემდეგ ჯანი ანას დაეწევა და კლავს, ბავშვებს ერთმანეთს დააშორებენ. ანტონიას პოლიციელი წაიყვანს და საკუთარ ოჯახში გაზრდის, სერჯო ქურდების გარემოცვაში იზრდება, ლორეტა თავის შვილთან ერთად გაიქცევა. 10 წლის შემდეგ სამი ადამიანის ცხორება ერთმანეთს ისევ დაუკავშირდება და ისინი შურისძიებას გადაწყვეტენ, მშობლების მკვლელობაზე შურისძიებას.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი გამოსვლის თარიღი
1 9 სექტემბერი, 2011
2 16 სექტემბერი, 2011
3 23 სექტემბერი, 2011
4 30 სექტემბერი, 2011
5 7 ოქტომბერი, 2011
6 14 ოქტომბერი, 2011

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასია არჯენტო - ანა როსი (ეპიზოდი 1-2): ახალგაზრდა, ლამაზი მეძავი ქალი, რომელსაც სურს თავისი ცხოვრების შეცვლა და ქორწინება კაცზე, რომელიც ძალიან უყვარს და მომავალში თავისი შვილების ანტონიას და სერჯოს მამა გახდება. მისი საყვარელი არტურო ლა პაილია, იგივე "მისტერია", კაცი, რომელმაც თანამძრახველებთან ერთად ბანკი გაძარცვა და ანას სთხოვა ფულის შენახვა.
  • გაბრიელ გარკო - არტურო ლა პაილია, იგივე "მისტერი" (ეპიზოდი 1): ანას შეყვარებული, ანტონიასა და სერჯოს მამა და ქურდობის თანამონაწილე.
  • მანუელა არკური - ანტონია როსი: ანასა და მისტერის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ პოლიციელ მაურო მალასპინას ოჯახში გაიზრდება. მალევე დაიწყებს მუშაობას კალუდის მალსპინას მეგობრის ემა გალის ატელიეში. იქ შემთხვევით ადვოკატი მანუელესე შეხვდება და შეუყვარდება.
  • ფრანჩესკო ტესტი - ენეა პინინი: ლორეტას ვაჟი, რომელიც მოკრივე გახდება და დედის დახმარებას ჩხუბით ცდილობს. დაქირავებულ მოკრივეს მეპატრონის ქალი მატილდე შეუყვარდება და პრობლემებში გაეხვევა, თუმცა მატილდეს სიკდილის შემდეგ და ძმის სერჯოსა და ანტონიას მოსაძებნად რომში დაბრუნდება.
  • რანიერო მონაკო დილაპიო - სერჯო როსი: ანასა და მისტერის ვაჟი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამინაცვალმა ჯანი ფონტანამ თავის დას დააშორა და ერთ კაცს ჩააბარა, რომელიც უსახლკარო ბავშვებს ქურდობას აიძულებს. ცხოვრება მას პროფესიონალ ქურდად ჩამოაყალიბებს და გადაწყვეტს, მამინაცვალი შურისძიებას.
  • ბრუნო ირონი - ჯანი ფონტანა: ქურდობის თანამონაწილე, რომელმაც მეგობრებს უღალატა და გაქცევით უშველა თავს, თუმცა ნაქურდალ ფულს არ მოეშვა და ამისთვის ჯერ მისტერი მოკლა სასტუმროში და ანა როსიზე იქორწინა, რომელიც შემდეგ მოკლა და მისი შვილები ერთმანეთს დააშორა.
  • ვალერია მილილიო - ლორეტა პინინი (ეპიზოდი 1-5): ახალგაზრდა მეძავი და ანა როსის მეგობარი, რომელიც მას ფულის გადატანაში და მისი შვილების გაზრდაში დაეხმარა.

აგრეთვე მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახიფათო კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელესერიალი საქართველოში 20 მარტს ტელეკომპანია იმედის ეთერში დაიწყო და ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს გადიოდა, 23:30 საათზე.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად სერიალის სახელოწოდებად განიხილებოდა „ბახ ბახ“ (ჯანი ფონტანას მოძრაობის და ამ სიტყვების გამოთქმის გამო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]