მაზდაკიზმი
მაზდაკიზმი — V საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი, თავდაპირველად რელიგიურ-ზნეობრივი მოძრაობა, რომლის შედეგად განვითარებულმა სოციალურმა პროცესებმა შეარყია ირანის სახელმწიფო. მისი იდეოლოგი მაზდაკი ქადაგებდა ადამიანთა შორის სიძულვილსა და ბრძოლის მაგიერ სიკეთესა და შემწყნარებლობას. რამდენადაც ამ სიძულვილისა და ურთიერთწინააღმდეგობის საფუძველს მატერიალურ უთანასწორობაში ხედავდა, მოითხოვდა ქონების გათანასწორებას, ქალების საერთო მფლობელობას. ეს პრიმიტიული კომუნისტური იდეოლოგია თანდათანობით გავრცელდა საზოგადოების დაბალ სოციალურ ფენებში და საბოლოოდ გადაიზარდა მასობრივ, რევოლუციურ ძალადობაში, რაც გამოიხატა არისტოკრეფთალიტების დახმარებით ქტესიფონში შეიჭრა. ჯამასპი ძმის სასარგებლოთ გადადგა ატიის დარბევით, მათი ქონების მითვისებით, ქალების წართმევით და ა.შ. მაზდაკიდებს უნდოდათ კავად I-ის შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ძე, ქაუსი დაესვათ, რომელიც იზიარებდა მათ მოძღვრებას. 529 (ან 528) წელს კავადის უმცროსი შვილის და მემკვიდრის, ხოსრო I ანუშირვანის მცდელობით მაზდაკი და მისი მთავარი მიმდევრები დახოცილ იქნენ.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაზდაკიდების მოძრაობას მხარს უჭერდა სასანიანთა შაჰინშაჰი კავად I, რომელიც ცდილობდა მისი გამოყენებით დაესუსტებინა არისტოკრატია და მაზდეანური სამღვდელოება. 488 წელს კავადი ტახტზე ავიდა და ამავე წლის 21 ნოემბერს, შაბათ დღეს მაზდაკმა საკუთარი მოძღვრების ქადაგება დაიწყო. მისმა თანამებრძოლებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები დაიკავეს, ხოლო თავად მაზდაკი დაინიშნა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე. მაზდაკიდებმა დაიწყეს არისტოკრატებისათვის ქონების წართმევა და ღარიბთათვის დარიგება. რეფორმების მოწინააღმდეგენი გამოცხადდნენ ბოროტების მომხრეებად და განიცდიდნენ ტერორს მაზდაკიდების მხრიდან. 490-იან წლებში კავადმა გააუქმა ტრადიციული ქორწინების კანონი. ამის გამო 496 წელს არისტოკრატიამ შეთმულება მოაწყო, ჩამოაგდეს კავადი და გამოკეტეს ანხუშის ციხესიმაგრეში. სპარსეთის ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა, ჯამასპი. თუმცა კავადმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და 498 წელს ეფთალიტების დახმარებით ქტესიფონში შეიჭრა. ჯამასპი ძმის სასარგებლოთ გადადგა. ხელისუფლებაში დაბრუნებულმა შაჰინშაჰმა შეთქმულებაში მონაწილე არისტოკრატები სიკვდილით დასაჯა. სათავეში მოსვლის თანავე კავადმა დაიწყო დისტანცირება მაზდიზმის მიმდევრებთან, მაგრამ საკმარისი ძალა არ გააჩნდა, რათა ღიად გაშორებოდა მათ. მაზდაკიდების უსაზღვრო დიქტატურის შიშით არისტოკრატია და მაზდეანური სამღვდელოება შაჰთან კავშირზეც კი წავიდა. კავადის მხარეს დადგა ასევე ირანული არმია, რომელიც მცირე აზიიდან გამარჯვებული იყო დაბრუნებული. 529 (ან 528) წელს მაზდაკი და მისი მომხრეები შეიპყრეს. ისინი მიწაში ცოცხლად დამარხეს თავით ქვემოთ. ამ ხოცვა-ჟლეტის ინიციატორი კავადის ფარული მხარდაჭერით იყო ხოსრო ანუშირვანი, მომავალი შაჰი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი ძმა ქაუსი ამას არ მიემხრო.
მაზდაკიზმის წარმომადგენლები XIV საუკუნემდე შემორჩნენ ირანში, შუა აზიაში და აზერბაიჯანში. მაზდაკიზმის იდეები შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ბევრ სახალხო მოძრაობაში იყო გამოყენებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.netpolitics.ru/mediateka/index.php?action=show_mat&cat_id=17&mat_id=2362
- http://vostlit.narod.ru/Texts/rus10/Siaset_name/text5.htm
- http://www.prosvetlenie.org/esoteric/3/12.html
- http://www.vostlit.info/Texts/Dokumenty/Persien/XVII/1640-1660/Mubad-shach/text.htm
- http://www.iranianshistoryonthisday.com/english.asp
- http://www.kurdistanica.com/?q=node/101
- http://www.usenet.com/newsgroups/soc.culture.iranian/msg11871.html[მკვდარი ბმული]
- http://www.zoroastrian.ru/node/1302 დაარქივებული 2013-01-21 საიტზე Wayback Machine.
- http://rudocs.exdat.com/docs/index-172085.html?page=17 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 76