მანველიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანველიშვილები
გერბი
დევიზი Honner et Dignite
ტიტული თავადი, დიდი აზნაური და ციხისთავი
წარმოშობის ადგილი გურია
ქვეშევრდომობა გურიის სამთავრო, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები სამანველიშვილო, ასკანის ციხე

მანველიშვილები[1] — ქართული დიდებული საგვარეულო, რომელიც ვახტანგ VI-სთან ერთად გადაიხვეწა რუსეთში. თავიდან სახლობდნენ გურიის სამთავროში, სადაც XIX საუკუნის შუა ხანებამდე არაპრივილეგირებულები იყვნენ. ვახტანგ VI-ის სიგელში (1725 წ. 21 აგვისტო) მოიხსენიებიან გურულ თავადებად. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მინიჭებული ჰქონდათ „დიდი აზნაურის“ წოდება და ემსახურებოდნენ გურიელებს. ერთი პერიოდი ასკანის ციხისთავებიც (XVIII საუკუნის შუა წლებში) იყვნენ.[2] XVII საუკუნის I ნახევრიდან XVIII საუკუნის I ნახევრამდე ფლობდნენ საკუთარ სათავადოს.[3] თავისი მდგომარეობითაც ისინი თავადებს უახლოვდებობდნენ. 1738 წელს ამავე სტატუსით მსახურობენ რუსეთის იმპერიაში. მანველშვილებმა რუსეთის უღელქვეშ 1863 წ. 3 ივლისს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს უმაღლესი გადაწყვეტილებით თავადობა საქართველოს ტერიტორიაზე (აგრეთვე, თვითონ რუსეთში – ეკატერინოსლავისა და პოლტავის გუბერნიაში). გვარი რუსიფიცირებული იყო, როგორც მანველოვი (რუს. Манвелов).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 44-45.
  • Думин С. В. Князья Манвеловы // Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 171–173.
  • საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, ISBN 978-9941-463-83-9.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძველად — მანელიშვილები
  2. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 44-45.
  3. საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016. — გვ. 46, 49, ISBN 978-9941-463-83-9.