მანანა ორბელიანი
იერსახე
მანანა ორბელიანი (დ. 1808 ― გ. 3 ივნისი, 1870) — მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე. 1831 წლის გაზაფხულზე ორბელიანი შეთქმულთა ფარული ორგანიზაციის წევრი გახდა. მისი ბინა შერჩეული იყო წვეულების ადგილად, სადაც უნდა დაეხოცათ სახმედრო და სამოქალაქო უწყებათა მოხელენი. შეთქმულების გაცემის შემდეგ დაუწესეს მკაცრი პოლიტიკური მეთვალყურეობა. ორბელიანს სახელგანთქმული სალონი ჰქონდა, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები: ნ. ბარათაშვილი, გ. ორბელიანი, გ. ერისთავი, მ. თუმანიშვილი, დ. ყიფიანი და სხვები. სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ თბილისში ჩამოსული უცხოელები. ორბელიანმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებასა და მუდმივი ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 558.
- ბალახაშვილი ი., მანანა ორბელიანი, თბ., 1941.