შინაარსზე გადასვლა

მანანა კვაჭანტირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა კვაჭანტირაძე
დაბ. თარიღი 1957
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი, დოქტორი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მანანა კვაჭანტირაძე (დ. 1957) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში XX საუკუნის ლიტერატურის სპეციალობით.

იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1999 წლებში — ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1999-2000 წლებში — თანამედროვე ლიტერატურული პროცესების განყოფილების გამგე. 1993-1994 წლებში — „კავკასიური სახლის“ კავკასიური ლიტერატურის სექტორის ხელმძღვანელი. 1994-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. 1997-2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული საატესტაციო საბჭოს წევრი. 1998 წლიდან — საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი და მეცნიერ-ხელმძღვანელი. 2000-2006 წლებში იყო საინსტიტუტე სამეცნიერო გრანტების ხელმძღვანელი და მონაწილე. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. სამეცნიერო მოღვაწეობას პარალელურად უთავსებდა პედაგოგიურ საქმიანობასაც: 1989-2001 წლებში — თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის წევრი. 2005-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ლექტორი. ამავე წლებში იყო საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ჯგუფის კოორდინატორი. 2003 წლიდან — თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1991-1993 წლებში გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელი. 1994-1998 წლებში იყო გაზეთ „ფინანსების“ რედაქტორის მოადგილე და სარედაქციო საბჭოს წევრი. 2005 წლიდან იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალ „კრიტიკის“ რედაქტორი, ასევე სამეცნიერო ჟურნალ „AKADEMIA“ და სამეცნიერო კრებულ „ლიტერატურული ძიებანის“ რედკოლეგიის წევრი. სხვადასხვა ავტორთა ათამდე სამეცნიერო წიგნის რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, რეფერატულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში), ავტორია 20-ზე მეტი არაპროფილური საგაზეთო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის. 2006 წლიდან — შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქართული სალიტერატურო კრიტიკა და „ახალი ადამიანის“ ფორმირების პროცესი 20-იანი წლების პოეზიაში“, დაიცვა 1980 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის სემიოლოგიური ასპექტები“, დაიცვა 1997 წელს.

  • 1994 — გაზეთ „კავკასიონის“ ყოველწლიური ლიტერატურული პრემია
  • ნაწ. 2: ქართული ლიტერატურა: ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების პრიზმაში: შუასაუკუნეებიდან პოსტსაბჭოთა ეპოქამდე, თბ., საარი, 2016, გვ. 250, ISBN 9789941461279
  • ვექტორები: სტატიები, წერილები, თბ., შ. რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი, 2013, გვ. 326, ISBN 9789941057762
  • ქართული ლიტერატურა მოდერნიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე: ეძღვნება მიხეილ ჯავახიშვილის და ნიკო ლორქიფანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავს, თბ., ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა, 2010, გვ. 82 ISBN 9789941025143
  • გამეორება: წერილები, ესეები, თბ., ეროვნული მწერლობა, 2005, გვ. 231, ISBN 999400851X
  • წერილები ლიტერატურაზე, თბ., 2001, გვ. 312
  • მე ჩემს საკუთარ შენობას ვაგებ: ნარკვევი გურამ გეგეშიძის შემოქმედებაზე, თბ., მერანი, 1991, გვ. 160
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 472, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]