მალტეზე
წარმოშობის ქვეყანა | ხმელთაშუაზღვისპირეთი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
მალტეზე (ინგლ. Maltese) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ხმელთაშუაზღვისპირეთში ანტიკურ ხანაში.
როგორც ჩანს, ფინიკიელმა ვაჭრებმა უძველესი ჯიშის ძაღლი „მელიტა“ (ასე ეწოდებოდა ადრე მალტას) კუნძულ მალტაზე 2000 წლის წინ ჩაიყვანეს. თანამედროვე მალტეზე, როგორც ჩანს, პატარა სპანიელების და თოი-პუდელების შეჯვარების შედეგად გაჩნდნენ. მალტეზე კეთილი, ნაზი, მგრძნობიარე ძაღლია, ადრე მას მალტურ ტერიერს ეძახდნენ.
მის გრძელ ბალანს მუდმივი ყურადღება სჭირდება, ის აუცილებლად ყოველდღე უნდა დაივარცხნოს. მალტეზეს უყვარს ფიზიკური ვარჯიში, თუმცა არც პატარა ბინაში გრძნობს თავს ცუდად. კარგად ეგუება სიცხეს და სხვა ძაღლებს. აქვს მრგვალი, ამობურცული, მუქი თვალები. ბალნის ფერი თეთრია, შეიძლება დაჰკრავდეს ლიმონისფერი, ან სპილოსძვლისფერი, ყურებს გრძელი, ხშირი ბალანი ფარავს. მთელი სხეული დაფარულია მბზინვარე, მძიმე და გრძელი ბალნით.