შინაარსზე გადასვლა

მალაიზიის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Negaraku
ნეგარაკუ

მალაიზიის სახელმწიფო ჰიმნი
ქვეყანა მალაიზია
მუსიკის ავტორი პიერ ჟან დე ბერანჟე
შემოღებულ იქნა 1956 წელი

ნეგარაკუ («ჩემი ქვეყანა») — მალაიზიის ჰიმნის ოფიციალური სახელწოდება პირველი სტრიქონიდან.

ჰიმნის მუსიკა აღებულია პერაკის შტატიდან, რომელიც დღისათვის არ სრულდება. თავის დროზე პერაკის ჰიმნი შეიქმნა სიმღერა „ტერნგ ბულანის“ ( "ნათელი მთვარე") საფუძველზე. არსებობს ორი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნა სიმღერა პერაკის ჰიმნად.

პირველი ლეგენდის მიხედვით, სიმღერის ამ ხარისხით შესრულება დაკავშირებულია პერაკის სულთნის იდრის I-ის ლონდონში ვიზიტთან 1888 წელს დედოფალ ვიქტორიას კორონაციის გამო, ხოლო მეორე ლეგენდის მიხედვით, ეს მოხდა 1901 წელს სამეფო ტახტზე მეფე ედუარდ VII-ის ინაუგურაციისას.

ჰიმნის ისტორიის კვლევის თანახმად, „ტერნგ ბულანის“ მელოდია მალაიზიაში შემოვიდა სინგაპურიდან. ის აქ ჩამოიტანა ფრანგულმა ჯგუფმა. მის კომპოზიტორად ითვლება ფრანგი პოეტი და მუსიკოსი ბერანჟე.

1956 წელს, მალაიზიის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა კონკურის მალაიზიის ეროვნული ჰიმნის შექმნაზე. მრავალრიცხოვანი ვარიანტებიდან შესაბამისი მელოდიის შერჩევა ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ განხილულიყო, აგრეთვე, შტატების ჰიმნებიც და მათ შორის ერთ-ერთი მიღებული ყოფილიყო, როგორც მალაიზიის ეროვნული ჰიმნი. მოსამართლეთა კომისიამ აირჩია პერაკის ჰიმნი და მონაწილეობა მიიღო ჰიმნის ტექსტის შექმნაში.

ჰიმნის შესრულების წესები განისაზღვრება 1968 წლის აქტით. სხვადასხვა შემთხვევებისათვის არსებობს ჰიმნის სრული და შემცირებული და კიდევ უფრო მოკლე ვერსიები. ჰიმნის შესრულებისას ნებისმიერი პირი ვალდებულია ფეხზე ადგეს (რადიოტრანსლაციის დროს ეს წესი არ ვრცელდება). ჰიმნისადმი უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით 1000 რინგტიტი ან 1 თვემდე პატიმრობის ვადით.

1992 წელს, ჰიმნის შენელებული ტემპი ტექსტის შეუცვლელად გადავიდა მარშით შესრულებაზე. პრემიერ-მინისტრი აბდულა ბადავის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ჰიმნი დაუბრუნდა ძველ, უფრო ზომიერ ტემპს.

ჰიმნის ტექსტი მალაურ ენაზე

Negaraku, tanah tumpahnya darahku,
Rakyat hidup, bersatu dan maju,
Rahmat bahagia, Tuhan kurniakan,
Raja kita, selamat bertakhta.
Rahmat bahagia, Tuhan kurniakan,
Raja kita, selamat bertakhta.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]