მაკენზის მთები
იერსახე
| მაკენზის მთები | |
|---|---|
მაკენზის მთები | |
| კოორდინატები: 64° ჩ. გ. 128° დ. გ. / 64° ჩ. გ. 128° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | კილი-პიკი |
| სიმაღლე | 2469 მ |
| ფართობი | 330,782 კმ² |
| სიგრძე | 937 კმ |
| სიგანე | 795 კმ |
მაკენზის მთები (ინგლ. Mackenzie Mountains) — მთის სისტემა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კორდილიერების აღმოსავლეთი სარტყლის ნაწილი. ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე პილი, სამხრეთით მდინარე საუთ-ნაჰანი. სიგრძე დაახლოებით 700 კილომეტრი. სიმაღლე 2469 მეტრამდე. აგებულია დანალექი ქანებით. შეინიშნება ძველი გამყინვარების კვალი. მეკენზის მთების კალთებზე სათავე აქვს მდინარე მაკენზის შენაკადებს. გავრცელებულია ტაიგა (ნაძვნარი), მეჩხერი ტყე (1200-1500 მეტრამდე) და მთის ტუნდრა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 552.