გლაფკოს კლირიდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლაფკოს კლირიდისი
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი, 1974 – 7 დეკემბერი, 1974
წინამორბედი ნიკოს სამპსონი
მემკვიდრე მაკარიოს III

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 თებერვალი, 1993 – 28 თებერვალი, 2003
წინამორბედი გეორგიოს ვასილიუ
მემკვიდრე ტასოს პაპადოპულოსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1960 – 22 ივლისი, 1976
პრეზიდენტი მაკარიოს III
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე ტასოს პაპადოპულოსი

დაბადებული 24 აპრილი, 1919
ნიქოზია
გარდაცვლილი 15 ნოემბერი, 2013
ნიქოზია, კვიპროსი
ხელმოწერა Signature of Glafcos Clerides.svg

გლაფკოს კლირიდისი (ბერძნ. Γλαύκος Ιωάννου Κληρίδης; დ. 24 აპრილი, 1919, ნიქოზია, კვიპროსი — გ. 15 ნოემბერი, 2013, იქვე) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის ორგზის პრეზიდენტი: 1974 და 1993-2003 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1919 წელს იურისტ იოანის კლირიდისის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში მფრინავად. 1942-1945 წლებში იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. ომის შემდეგ გახდა კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაციის წევრი. 1959 წელს კვიპროსის გარდამავალი მთავრობის იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 1960 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. 1974 წელს ნიკოს სამპსონის დამხობის შემდეგ გახდა ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. მაკარიოს III-ის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეა 1976 წლამდე. ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატია 1978, 1983, 1988, 1993, 1998 და 2003 წლებში. ქვეყნის პრეზიდენტად აირჩეს 1993 წელს, ხელმეორედ აირჩიეს 1998 წელს, ხოლო 2003 წელს დამარცხდა ტასოს პაპადოპულოსთან.

გარდაიცვალა 2013 წლის 15 ნოემბერს. დაკრძალულია ნიქოზიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]