დიმიტრის ქრისტოფიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიმიტრის ქრისტოფიასი
დიმიტრის ქრისტოფიასი
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი, 2008 – 28 თებერვალი, 2013
წინამორბედიტასოს პაპადოპულოსი
მემკვიდრენიკოს ანასტასიადისი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2001 – 28 თებერვალი, 2008
წინამორბედისპიროს კიპრიანუ
მემკვიდრემარიოს გაროიანი

დაბადებული25 აგვისტო, 1946
დიკომო, კვიპროსი

დიმიტრის ქრისტოფიასი (ბერძნ. Δημήτρης Χριστόφιας; დ.25 აგვისტო, 1946) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 2008-2013 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1946 წელს სოფელ დიკომოში, რომელიც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 1964 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის წევრია. 1969-1974 წლებში სწავლობდა მოსკოვში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ისტორიაში. 1988 წლიდან მშრომელი ხალხის პროგრესული პარტიის ლიდერია. 2001 წლის 7 ივნისიდან კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეა, 2006 წელს მეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე. 2008 წლის 24 თებერვალს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. მეორე დღეს მან ნიქოზიაში პირობა დადო, რომ გააერთიანებდა კვიპროსს. ინაუგურაციაზე მან განაცხადა, რომ კვიპროსის მთავრობის უმთავრესი პრობლემა ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვაა. აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერ მეჰმედ ალი თალათისთან.

2012 წელს განაცხადა, რომ არ აპირებდა მეორე ვადით ქვეყნის სათავეში ყოფნას. 2014 წლის ოქტომბერში მოსკოვში შეხვდა თვითგამოცხადებული ყირიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი აქსიონოვს და მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას[1].

თავისუფლად ლაპარაკობს რუსულ ენაზე, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]