შინაარსზე გადასვლა

მაი გოლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაი გოლანი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1986(1986-05-03) (38 წლის)
დაბადების ადგილი თელ-ავივი, ისრაელი
მოქალაქეობა  ისრაელი
maygolan.com

მაი გოლანი (ებრ. מַאי גּוֹלָן‎, დ. 3 მაისი, 1986, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.[1] იგი აირჩიეს ქნესეთში ლიკუდიდან 2022 წლის არჩევნებში.[2] მანამდე ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ებრაული ქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი და ასევე მონაწილეობდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ კამპანიაში.[3][4][5][6][7]

გოლანმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერით,[5][6] ისრაელში აფრიკელი ლტოლვილების მიმართ გამაღიზიანებელი შენიშვნებით [1][7] და კომენტარებით, რომლებშიც მან საკუთარ თავს „ამაყი რასისტი“ უწოდა.[1]

გოლანი დაიბადა მაი ფლორა გოლან ბადრას სახელით, თელ-ავივში, ისრაელში, მიზრაჰის ებრაულ ოჯახში, იგი იყო მართლმადიდებელი ებრაელი მარტოხელა დედის ქალიშვილი.

9 წლის ასაკში მას ტელევიზიის პირველ არხზე ინტერვიუ მისცა დედასთან ერთად, რომელსაც აღწერდნენ, როგორც მებრძოლ მარტოხელა დედის არქეტიპს, რომელიც ცხოვრობს სოციალური უზრუნველყოფის პენსიით ისრაელში, ქალაქის ღარიბ ნაწილში.[8] გადაცემის შემდეგ მაის დაუკავშირდა გილა ალმაგორი და მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია Wish Foundation. ალმაგორის დახმარების შედეგად, მუნიციპალიტეტმა მიიწვია ირონ დალეტის საშუალო სკოლაში, ჩრდილოეთ თელ-ავივის უფრო მდიდარ სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში, სადაც მას აბუჩად იგდებდნენ სამხრეთ თელ-ავივის წარმოშობის გამო.[8]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს გოლანი, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი თავის დამკვიდრება სპორტულ ჟურნალისტად,[9] პოლიტიკურად აქტიური გახდა 2011 წელს, აწარმოებდა კამპანიას სამხრეთ თელ-ავივში არალეგალური აფრიკელი ემიგრანტების გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.[10] იგი გახდა ცნობადი სახე თელ-ავივში დაურეგისტრირებული ემიგრანტების არსებობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში.[11]

2013 წელს მან შექმნა ორგანიზაცია „ებრაული ქალაქი“, რომელიც კენჭს იყრიდა თელ-ავივის საკრებულოს არჩევნებში, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დისკვალიფიცირებული იყო.

2013 წელს ისრაელის საკანონმდებლო არჩევნებში მან მე-10 ადგილი დაიკავა Otzma L'Israel პარტიის კანდიდატებს შორის, მაგრამ პარტიამ მანდატები ვერ მოიპოვა.[12] 2015 წლის ქნესეთის მე-20 არჩევნებში იგი 32-ე ადგილზე გავიდა, როგორც პარტია „ლიკუდის“ კანდიდატი, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ყველაზე მეტი ხმა. 2023 წლის აპრილში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაი გოლანი ნიუ-იორკში გენერალურ კონსულად დანიშნა. მისი კანდიდატურა გააკრიტიკეს ისრაელებმა და ამერიკელებმა მისი თვითიდენტიფიკაციის გამო, როგორც „ამაყი რასისტი“ და მისი კომენტარები ისრაელში აფრიკელი ლტოლვილების შესახებ, მათ შორის მათი გაძევების მოწოდების გამო.[1]

მაი გოლანი ხშირი სტუმარი იყო ისრაელის ტელევიზიის პოლიტიკურ დისკუსიებში. მისგან ასევე იღებდნენ ინტერვიუებს საერთაშორისო მედია, როგორიცაა BBC, Reuters, Fox News, I24News და RTVI. 2014 წელს გაზეთმა „Haaretz“-მა დაასახელა ის 66 ქალიდან ერთ-ერთ ქალად, რომელის შესახებაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ.[13] 2015 წელს ის აირჩეული იქნა სოციალურ სფეროში „წლის ქალად“ ისრაელის მეშვიდე არხის მიერ.[14] 2022 წლის ივლისში TikTok[15] აკრძალა მისი პოსტი ძალადობის შესახებ სამხრეთ თელ-ავივში რასიზმის წაქეზების გამო.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 McGreal, Chris (2023-04-20). „Israel: self-proclaimed ‘racist’ politician nominated as New York consul general“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-21. ციტირების თარიღი: 2023-04-21.
  2. Final results: These will be the members of the 25th Knesset დაარქივებული 2022-11-14 საიტზე Wayback Machine. , Ynet, 3 November 2022
  3. May Golan declares intention to enter Knesset დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. Gil Ronen, 23/06/16, Israel National News
  4. Seeing Red in South Tel Aviv: Meet an Unabashed Right-wing Activist დაარქივებული 2017-02-26 საიტზე Wayback Machine. Hilo Glazer 23 January 2014, Haaretz
  5. 5.0 5.1 Israeli Trump Supporter: 'People Have the Right to Protect Homes, Borders' დაარქივებული 2018-11-19 საიტზე Wayback Machine. 21 Jun, Fox News Insider
  6. 6.0 6.1 Kaplan Sommer, Allison (2016-10-25). „At pro-Trump Bash in Jerusalem, Pundits, Firebrands and the Donald“. Haaretz (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-04-21.
  7. 7.0 7.1 "I stepped over child drug addicts and prostitutes stacked in the stairwell, but no such fear in south Tel Aviv. We were conquered. Eritreans are permitted to rape, that is their culture" დაარქივებული 2023-02-03 საიტზე Wayback Machine. Dror Feuer, 18 January 2014, 12:28, Globes
  8. 8.0 8.1 May Golan is not willing to let leftists decide who is entitled to human rights დაარქივებული 2021-06-24 საიტზე Wayback Machine. Haaretz, 17 January 2014, Hilo Glazer
  9. ח"כ מאי גולן מונתה לסגנית שר במשרד ראש הממשלה - וואלה! חדשות he (2022-12-29). ციტირების თარიღი: 2023-03-09
  10. May Golan pleased to be compared to Miri Regev დაარქივებული 2023-02-03 საიტზე Wayback Machine. Ynet, Ben Offer, 20:12:15
  11. May Golan pleased to be compared to Miri Regev დაარქივებული 2023-02-03 საიტზე Wayback Machine. Ynet, Ben Offer, 20:12:15
  12. Seeing Red in South Tel Aviv: Meet an Unabashed Right-wing Activist დაარქივებული 2017-02-26 საიტზე Wayback Machine. , Hilo Glazer, Haaretz, 23 January 2014
  13. 66 Israeli Women You Should Know For Israel's 66th Independence Dayהארץ , 2014
  14. The voice that broke the walls of silence დაარქივებული 2019-04-04 საიტზე Wayback Machine. כ"ה באלול תשע"ה 09/09/15 10:40
  15. Berski, Anna (2022-07-19). „צנזורה ברשתות החברתיות? טיקטוק חסמה סרטון של ח"כ מאי גולן - וזו הסיבה“. Maariv (ებრაული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-06. ციტირების თარიღი: 2023-03-16.