შინაარსზე გადასვლა

მაია ცაცანაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია ცაცანაშვილი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1963(1963-09-15) (61 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა მეცნიერი, მასწავლებელი და იურისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია ცაცანაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, თანამდებობის პირი, იურისტი, მასწავლებელი.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლაბორანტი, მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 1995-1999 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის მრჩეველი. 1999-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2000-2001 წლებში — საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2001-2003 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2003-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. 2006-2008 წლებში — კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი. 2008 წლიდან — საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

45 სამეცნიერო სტატიის ავტორი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) სამართლის ისტორიაში, ინფორმაციულ სამართალსა და მდგრადი განვითარების პრობლემებზე, მათ შორის 4 მონოგრაფია.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ინფორმაცია, როგორც სამართლებრივი რეგულირების ობიექტი“, დაიცვა 1999 წელს.

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 560

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]