კუკულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუკულკანის ქვის თავი. ჩიჩენ-იცა. ელ კასტილიო

კუკულკანი — ფრთოსანი გველი, ქარის ღმერთი. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ კუკულკანი იყო განსახიერება წვიმის ღვთაება ჩააქისა. ფრთოსანი გველის პირამიდა - ”ელ კასტილიო” ქალაქ - ჩიჩენ-იცაში მდებარეობს . მაიას ტომის ქურუმები, ღვთაების კეთილმოსურნეობის მოსაპოვებლად, ადამიანთა მფეთქავ გულებს სწირავდნენ მას.

მესოამერიკის ცივილიზაციათა რელიგიაში ფრთოსანი გველის კულტს მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა, მას ეთაყვანებოდნენ - ტოლტეკები, აცტეკები, მიშტეკები, ტეოტიუაკანის მკვიდრნი, მაიას ხალხი და ოლმეკებიც კი. ფრთოსან გველს აცტეკისა და ტეოტიჰუაკანის ცივილიზაცია - კეცალკოატლს უწოდებდა, მაია - კუკულკანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]