შინაარსზე გადასვლა

მაზანდარანის ოსტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაზანდარანი (ოსტანი))
ადმინისტრაციული ერთეული
მაზანდარანის ოსტანი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-mzn" does not exist
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ადმ. ცენტრი სარი
შიდა დაყოფა Amol County[1] , Babol County[1] , Behshahr County[1] , Tonekabon County[1] , Ramsar County[1] , Sari County[1] , Savadkuh County[1] , Qaem Shahr County[1] , Nur County[1] , Nowshahr County[1] , Babolsar County[1] , Mahmudabad County[1] , Neka County[1] , Chalus County[1] , Juybar County[1] , Galugah County[1] , Fereydunkenar County[1] , Abbasabad County[1] , Miandorud County[1] , Simorgh County[1] , North Savadkuh County[1] და Kelardasht County[1]
კოორდინატები 36°33′56″ ჩ. გ. 53°03′32″ ა. გ. / 36.56556° ჩ. გ. 53.05889° ა. გ. / 36.56556; 53.05889
ფართობი 23842 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 3 283 582 (2016)[2] ,
3 073 943 (2011)[3] ,
2 922 432 (2006)[4]
სასაათო სარტყელი UTC+03:30, UTC+04:30 და Iran Standard Time Zone
ოფიციალური საიტი https://ostan-mz.ir
მაზანდარანის ოსტანი — ირანი
მაზანდარანის ოსტანი

მაზანდარანის ოსტანი (სპარს. مازندران) — ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ირანის 5 ოსტანი: დასავლეთიდან გილანი და ყაზვინი, სამხრეთიდან თეირანი და სემნანი, ხოლო აღმოსავლეთიდან გულისტანი. მაზანდარნს ოსტანს გასასვლელი აქვს კასპიის ზღვაზე. სწორედ მაზანდარანის ოსტანში არის ირანის ყველაზე მაღალი მთა დემავენდი, რომლის სიმაღლეა 5604 მეტრი.

ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი — სარი. მაზანდარნის მოსახლეობის რაოდენობაა — 3 მლნ. ადამიანი, რომელიც ძალზედ მრავალფეროვანია. მათ უმრავლესობას შეადგენენ მაზანდარნელები და გილანელები, სპარსელები ასევე ქართველები (კერძოდ ფერეიდნელები) და სხვადასხვა პერიოდში ჩასახლებულები. ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ხშირად ხდებოდა პროვინციის მმართველები იყვნენ ქართველები, ამათგან აღსანიშნავია გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი. ოსტანი იყოფა 15 შაჰრესტანად.

მაზანდარნის მოსახლეობა 50 წლის მანძილზე თანდათანობით იზრდება. ამჟამად მისი მოსახლეობა 3 მლნ-ს გადასცდა.

წელი 1956 1966 1976 1986 1996 2006 2008
მოსახლეობა 835 000 1 250 000 1 596 000 2 275 000 2 602 000 2 922 000 3 090 000

მაზანდარნის ქალაქები მოსახლეობის მიხედვით:

მაზანდარნის ქალაქები
Население по переписи 2006
სარი 262 200 ჩალუსი 75 000
ბობოლი 204 000 ნეკა 51 000
ამოლი 199 000 ნოუშახრი 41 000
კაემშეხრი 175 000 რამსარი 35 000
ბაშხერხი 94 000 ბობოლსერი 30 000

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაზანდარანის ოსტანის საერთო ფართობი შეადგენს 23 842 კმ²-ს. მაზანდარანის ოსტანი იყოფა 15 შაჰრისტანად. თითოეულ შაჰრისტანს გააჩნია თავის ადმინისტრაციული ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]