მადნეულის საბადოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მადნეული საბადოები)
Jump to navigation Jump to search
Iron Mine (near Kryvyi Rih).jpg
მადნეულის საბადო კრივოი-როგთან

მადნეულის საბადოები (მ.ს) — დედამიწის ზედაპირზე ან მის წიაღში დაგროვილი მადნის ბუდობები, რომლებიც სიდიდით, ხარისხისა და განლაგების პირობების მიხედვით ხელსაყრელია დასამუშავებლად.

მადნეული საბადო ერთი ან რამდენიმე მადნეული სხეულისგან შედგება. წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგად. არსებობს შავი, ფერადი, მსუბუქი, კეთილშობილი, იშვიათი და რადიაქტიური ლითონების, აგრეთვე გაფანტული და იშვიათ მიწათა ელემენტების მადნეულის საბადოები.

შავი ლითონების მადნეულ საბადოს მიეკუთვნება რკინის, მანგანუმის, ქრომის, ტიტანისა და ვანადიუმის საბადოები. ფერადი ლითონის მ.ს-ს — სპილენძის, ტყვიის, თუთიის, კობალტის, ნიკელის, სტიბიუმის საბადოები. მსუბუქი ლითონების მ.ს. ძირითადად ბოქსიტის დანაგროვებითაა წარმოდგენილი, საიდანაც მოიპოვებენ ალუმინს. იშვით ლითონთა მ.ს-ს ქმნის - კალის, ვოლფრამის, მოლიბდენის, ვერცხლისწყლის, ბერილიუმის, ტანტალისა და ნიობიუმის მინერალური დანაგროვები. კეთილშობილ ლითონთა მადნეულ საბადოებს აკუთვნებენ: ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პლატინის ჯგუფის ლითონთა საბადოებს. რადიაქტიურ ლითონთა საბადოებს ქმნის ურანისა და თორიუმის მინერალთა ბუნებრივი დანაგროვები დედამიწის ქერქში. გაფანტული ელემენტების მ.ს. დამოუკიდებლად არ გვხვდება, ეს ელემენტები უმთავრესად მოიპოვება სხვა ელემენტების მადნეულის საბადოებიდან, ძირითადი კომპონენტების პარალელურად.

გენეზისის მიხედვით მ.ს-ში განარჩევენ - მაგმურ, პეგმატიტურ, პნევმატოლიზურ, ჰიდროთერმულ, დანალექ და მეტამორფოგენულ საბადოებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 6. თბილისი 1983. გვ: 342. სიტყვა - მადნეულის საბადოები