მადნეული სხეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მადნეული სხეულიმადნის ამა თუ იმ ფორმის დანაგროვი დედამიწის ქერქში. მადნეული სხეული შეიძლება წარმოადგენდეს მადნეულის საბადოს, მაგრამ უმეტესად საბადო რამდენიმე მადნეული სხეულს შეიცავს. მადნეულ სხეულსა და შემცველ ქანებს შორის საზღვარი ან მკვეთრია და მისი დადგენა ვიზუალურად ხდება, ან გადასვლა თანდათანობითია და საზღვრის დადგენა მხოლოდ დასინჯვით შეიძლება. ფორმის მიხედვით გამოყოფენ მადნეული სხეულის სამ ჯგუფს: იზომეტრულს, ფილაქნისებრსა და წაგრძელებულს.

იზომეტრულ მადნეულ სხეულებს სამივე მიმართულებით დაახლოებით ერთნაირი განზომილება აქვთ. მათ მიეკუთვნება მადნეული შტოკები, შტოკვერკები და სხვ.

ფილაქნისებრი მადნეული სხეულებია ფენები, ძარღვები, ლინზები და სხვა.

წაგრძელებულ მადნეულ სხეულებს მიაკუთვნებენ: მადნეულ მილებს და მილისებრ სხეულებს, რომელთაც ორი მიმართულებით მცირე, ხოლო მესამე მიმართულებით დიდი ზომა აქვს. მადნეული მილი განივკვეთში ოვალური ფორმისაა.

გარდა აღნიშნული მადნეული სხეულებისა, დედამიწის ქერქში გვხვდება მათი კომბინაციებით შექმნილი რთული ფორმის სხეულებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, თბილისი 1983. ტ. 6