ლურჯი ვეშაპი (თამაში)
ლურჯი ვეშაპი (რუს. Синий кит) — სოციალური ქსელის ფენომენი, რომელიც როგორც ამტკიცებენ 2016 წლის დასაწყისიდან არსებობს რამდენიმე ქვეყანაში. პირველად მოხსენიებული იყო რუსეთში 2013 წელს. ტერმინი „ლურჯი ვეშაპი“ მომდინარეობს ნაპირზე გამორიყული ვეშაპების ფენომენისაგან, რომელიც თვითმკვლელობასთანაა მიმსგავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშმა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მნიშვნელოვანი ყურადღება დაიმსახურა, ამ დრომდე ძალიან ცოტა სანდო დამამტკიცებელი საბუთი მოიპოვება საერთოდ თამაშის არსებობის ან მისი როლის ბავშვებისა და მოზარდთა თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თვითდაზიანებების მიყენების შესახებ.[1] სოციალურ ქსელებში გავრცელებული იყო თვითმიყენებული ჭრილობების ფოტოსურათები და თამაშის ჰეშტეგები.[2]
როგორც იუწყებიან, თამაში დაფუძნებულია მოწინააღმდეგეებსა (აგრეთვე წოდებულნი როგორც მოთამაშეები და მონაწილეები) და კურატორთა შორის არსებულ ურთიერთობაზე.[3][4] იგი შეიცავს დავალებების სერიას, რომლებსაც კურატორები იძლევიან და რომლებიც ჩვეულებრივ, მოთამაშეებმა დღეში ერთხელ უნდა შეასრულონ; ზოგიერთი დავალება მოთამაშის თვითდაზიანებამდე მიყვანას გულისხმობს.[5][6] კურატორები ზოგიერთ დავალებას მოთამაშეებს წინასწარ აძლევენ, ზოგიერთს კი იმავე დღეს. უკანასკნელი დავალებაა თვითმკვლელობა.[7][8] დავალებების სია, რომლებიც 50-დღეში უნდა იყოს დასრულებული, მოიცავს დილის 4:20 სთ-ზე გაღვიძებასა და ამწეზე ასვლას, ამავდროულად, სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებას. ლურჯი ვეშაპის მონაწილეები ვალდებულნი არიან მოუსმინონ მუსიკასა და უყურონ ვიდეოს, რომლებსაც მათ კურატორები უგზავნიან.
ფილიპ ბუდეიკინი, — სტუდენტი-ფსიქოლოგი, რომელიც გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან ამტკიცებდა, რომ მან შექმნა „ლურჯი ვეშაპი“ 2013 წელს. ბუდეიკინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო „საზოგადოების გაწმენდა“ იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ.[9][10][11][12][13] ფილიპ ბუდეიკინი (ფსევდონიმი ფილიპ „ლისი“) 2016 წლის 15 ნოემბერს დააკავეს.[14]
მიჩნეულია, რომ თამაშთან დაკავშირებული თვითმკვლელობის პირველი შემთხვევა მოხდა 2015 წლის მიწურულს რუსეთში და თანდათან გავრცელდა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში.[5][15][16][17] შეთქმულებს თეორიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს მოვლენა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ გატარებული ორგანიზებული კამპანიაა.[18] რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლურჯ ვეშაპს აქვს საქალაქო ლეგენდის ნიშნები.
2017 წლის მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ გამოიძია ამ თამაშთან დაკავშირებული თვითმკვლელობის დაახლოებით 130 ცალკეული შემთხვევა.[19] თებერვალში, ორი მოზარდი, 15 წლის იულია კონსტანტინოვა და 16 წლის ვერონიკა ვოლკოვა ირკუტსკში, 50 დავალების შესრულების შედეგად, 14 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტნენ.[20][21] თვითმკვლელობამდე იულიამ და ვერონიკამ თავიანთი სოციალური ქსელების გვერდებზე დატოვეს შეტყობინება.[21] იულიამ გამოაქვეყნა დიდი ლურჯი ვეშაპის ფოტოსურათი და შემდეგ დაწერა „დასასრული“.[22] ვერონიკა აქვეყნებდა შემდეგს: „გრძნობ, რომ უსარგებლო ხდები?“ და „მე უბრალოდ მოჩვენება ვარ“. გარდაცვალების დღეს მან დაწერა: „აზრი დაკარგულია... დასასრული“.[23] აგრეთვე, თებერვალში, გოგონა, ცნობილი როგორც კრასნოიარსკში მცხოვრები 15 წლის ეკატერინა, აღმოჩნდა კრიტიკულ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც სახლიდან გადმოხტა და დაეცა თოვლიან მიწაზე.[24] 2017 წლის 8 ივნისს მოსკოვში დააკავეს ლურჯი ვეშაპის ერთ-ერთი ადმინისტრატორი.[25][26]
2017 წლის 27 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში 12 წლის გოგონამ მეხუთე სართულიდან გადმოხტომით თვითმკვლელობა სცადა; ის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მან საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ თქვა, რომ ის მიცემულ დავალებებს ასრულებდა. როგორც ირკვევა მოზარდს გადახტომამდე დაუდგენელი პირები ინტერნეტით უკავშირდებოდნენ.[27][28] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულ ინტერნეტ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის რეალური ფაქტი არ არის დადასტურებული.[29]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Evon, Dan. (February 27, 2017) Was a Game Called 'Blue Whale' Responsible for Dozens of Suicides in Russia?. Snopes.com. ციტირების თარიღი: April 3, 2017.
- ↑ Parents Warned about new suicide game 'The Blue Whale Game' – Police Hour. Policehour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2017-06-05.
- ↑ Polícia Civil tem acesso a conversas de vítima de Baleia Azul com ‘curadores’.
- ↑ Polícia busca ‘curadores’ do Baleia-Azul - Brasil - Estadão. Brasil Estadao.
- ↑ 5.0 5.1 Baleia Azul, o jogo suicida que preocupa o Brasil e o mundo. Terra.
- ↑ Curadores do 'jogo da baleia azul' podem ser indiciados por homicídio, diz delegada. Globo.
- ↑ Polícia busca 'curadores' do jogo online Baleia-Azul - Agência Estado - UOL Notícias. UOL.
- ↑ Baleia Azul, o jogo suicida que preocupa o Brasil e o mundo. Globo.
- ↑ Preso, criador do jogo "Baleia Azul" diz que estava "limpando o lixo da sociedade"
- ↑ Homem que inventou jogo da Baleia Azul diz querer uma “limpeza social”
- ↑ Preso, criador do jogo de suicídio Baleia Azul fala em 'limpeza da sociedade'
- ↑ Preso um dos criadores da Baleia Azul: ‘Estava limpando o lixo’
- ↑ Criador do jogo de suicídio Baleia Azul é preso e diz que fez 'limpeza da sociedade'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2017-06-05.
- ↑ ვინ შექმნა ინტერნეტ-თამაში, რომლის საბოლოო მიზანი თვითმკვლელობაა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-11. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ СМЕРТЕЛЬНА ГРА ІЗ «СИНІМИ КИТАМИ». ПСИХОЛОГИ РОЗПОВІЛИ, КОМУ ПОТРІБНІ ДИТЯЧІ САМОГУБСТВА
- ↑ Як Росія виростила блакитного кита
- ↑ Baleia Azul, o jogo suicida que preocupa o Brasil e o mundo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2017-06-05.
- ↑ Teen 'Suicide Games' Send Shudders Through Russian-Speaking World. RFERL.
- ↑ „Cops probe Blue Whale online 'suicide game' after being linked to teen deaths“. The Sun (ინგლისური). 17 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Cops probe Blue Whale online 'suicide game' after being linked to teen deaths (17 მარტი 2017).
- ↑ 21.0 21.1 O que se sabe até agora sobre o jogo da 'Baleia azul' (20 აპრილი 2017).
- ↑ Paulo, iG São. (7 აპრილი 2017) Jogo em rede social russa leva adolescentes a cometer suicídio - Mundo - iG.
- ↑ Metro.co.uk, Richard Hartley-Parkinson for. (28 თებერვალი 2017) Teenagers are taking their own lives 'because of social media game blue whale'.
- ↑ Jogo em rede social russa leva centenas de jovens ao suicídio, segundo suspeita da polícia - Notícias - R7 Internacional.
- ↑ Администратор «группы смерти» задержан в Москве. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
- ↑ Kemble, Harry. (9 June 2017) Mastermind of sinister social media Blue Whale teen death group arrested. ციტირების თარიღი: 13 June 2017.
- ↑ ინტერნეტ თამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, საქართველოშიც შემოაღწია
- ↑ Suicide Game ‘Blue Whale’ in Georgia?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-06. ციტირების თარიღი: 2017-06-05.
- ↑ შსს: „ლურჯი ვეშაპი“ ქართულ ინტერნეტში არ არსებობს — ხუთთვიანი გამოძიების შედეგები