ლუოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ლუოტო
შვედ. Larsmo
ფინ. Luoto
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 63°45′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 63.75000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. / 63.75000; 22.75000
დაარსდა 1867
ფართობი 142.74 კმ²
ოფიციალური ენა შვედური ენა[1] და ფინური ენა
მოსახლეობა 5 264 (31 დეკემბერი, 2017)[2]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://larsmo.fi/
ლუოტო — ფინეთი
ლუოტო

ლუოტო (ფინ. Luoto; შვედ. Larsmo; შვედურად ცნობილია როგორც ლარსმო) — მუნიციპალიტეტი იაკობშტადის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 744 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 853.28 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 40.33 ადამიანია 1 კმ²-ზე. ლარსმო ეწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელსაც. მუნიციპალიტეტი ორენოვანია. უმრავლესობის ენა შვედურია, ხოლო უმცირესობის ― ფინური. 2014 წლამდე ლარსმოს ერთადერთი ოფიციალური ენა შვედური იყო. მუნიციპალიტეტი მოიცავს 360 კუნძულისგან და შხერებისგან შემდგარ არქიპელაგს. სანაპირო ხაზის სიგრძე 500 კმ-ია. ფინეთის უდიდესი ხელოვნური მტკნარი ტბა, ლარსმო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]