ლუიშ დი კამოენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუიშ დი კამოენსი
Luís de Camões por François Gérard.jpg
დაბ. თარიღი 1524[1]
დაბ. ადგილი ლისაბონი
გარდ. თარიღი 31 მაისი 1580[2]
გარდ. ადგილი ლისაბონი[3]
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი და მწერალი[4]
მოქალაქეობა პორტუგალია
ალმა-მატერი კოიმბრის უნივერსიტეტი
Magnum opus ლუზიადები
მეუღლე
Luís de Camões ვიკისაწყობში

ლუიშ დი კამოენსი (Luís Vaz de Camões) (1524, ლისაბონი10 ივნისი, 1580, ლისაბონი), პორტუგალიელი პოეტი. პორტუგალიის აღორძინების უდიდესი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ვარაუდობენ, რომ 15–16 წლისას დაუწყია ლექსების წერა. გზა გაუკვლევია სამეფო კარისკენ, სადაც შემდეგ დიდებულთა რისხვა გამოუწვევია და სასახლდან გაუძევებიათ. შორეულ ქვეყნებში 17 წლის უიღბლო ხეტიალისა და გაჭირვების შემდეგ, 1570 წელს სამშობლოში დაბრუნებულა. ამ პერიოდისათვის მისმა შემოქმედებამ ტრაგიკული ხასიათი მიიღო. მის სონეტებსა და კანცონებში მომძლავრდა ბედისწერის თემა, გამოვლინდა გაორება და სულიერი რღვევის ნიშნები, რაც შემდეგ დამახასიათებელი გახდა რენესანსის დასასრულის მწერლებისათვის. რენესანსული ბრწყინვალე ლექსის, სამყაროს, ადამიანისადმი რწმენის ნათელი იდეალების მიღმა უკვე იგრძნობოდა შინაგანი შიში და ურწმუნოება, ტრაგიზმის, სამყაროს ქაოსურობის ყრუ შეგრძნება. კამოენსი ხშირად სესხულობდა თემებსა და სახეებს ძველი და ახალი აღთქმიდან, დავითის ფსალმუნებიდან. გამომსახველობითი და ლექსიკური გართულებების მიუხედავად, მისი უბრალო და გასაგები ენით დაწერილი პოეტური ნაწარმოებები ხალხურ ტრადიციას უახლოვდება, ფეოდალურ–არისტოკრატულ ღვარჭნილ ლირიკას უპირისპირდება. მრავალპლანიანობა და სიუჟეტური ერთიანობა ახასიათებს კამოენსის მთავარ ქმნილებას "ლუზიადებს" (გამოქვეყნდა 1572 წელს), რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის რენესანსულ ეპიკურ ძეგლად არის მიჩნეული.[5] ამ ნაწარმოებით კამოენსმა განიზრახა შეექმნა "ოდისეასა" და "ენეიდას" ბადალი ეროვნული ჰეროიკული პოემა, რომელი განადიდებდა პორტუგალიის ლეგენდარული მეფის ლუზას შთამომავლებს და სახავდა ვასკო და გამას მოგზაურობას. პოემის ცოცხალმა, მსუბუქმა ენამ განამტკიცა საერთო ეროვნული ენის ნორმები და დიდი როლი შეასრულა რენესანსული რეალისტური მიმართულების ჩამოყალიბებაში. თუმცა პოემის სიუჟეტი მითოლოგიურ ჩარჩოებშია მოქცეული, მას განუყოფელი კავშირი აქვს სინამდვილესთან და ეს გარემოება თხზულებას პოეტური დოკუმენტის სახეს აძლევს. მასში ბევრია ბიოგრაფიული ცნობაც. კამოენსს ეკუთვნის აგრეთვე პიესები, რომლებითაც ცდილობდა პორტუგალიურ თეატრში დაენერგა რენესანსული მეცნიერულ–ჰუმანისტური დრამა ("ამფიტრიონის აუტო", 1587; "მეფე სელევკე", გამოქვეყნდა 1645; "ფილოდემო", გამოქვეყნდა 1587). საყურადღებოსა, რომ კამოენსი თავის პოემაში "ლუზიადები" ხშირად ახსენებს კოლხეთსა და იბერიას, პარალელებს ავლებს პორტუგალიის ისტორიასა და არგონავტების მითში მოთხრობილ ამბავს შორის. მესამე თავში ლაპარაკობს პომპეუსის ლაშქრობის შესახებ კავკასიაში. მეშვიდე თავში ევროპის ქრისტიან ხალხს მოუწოდებს დაიცვან ქართველი ერი ოსმალო და სპარსი დამპყრობლებისაგან. მესამე თავში კი მედეას "იასონის გრძნეულ მეუღლეს" უწოდებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Record #118518585 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. http://www.newadvent.org/cathen/03218b.htm
  3. Record #118518585 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 30 2014:
  4. Record #118518585 // Integrated Authority File შემოწმებული ივნისი 25 2015:
  5. The Lusiads (1800-1882). წაკითხვის თარიღი: 2013-09-01.