ლოქის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოქი.

ლოქის ციხე — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოქჯანდარში. ციხე აგებულია ლოქის ქედის თხემზე, მდინარე ლოქისწყლის სათავესთან.

ლოქისწყლითა და ფინეზაურით ამომავალი გზების კვეთაში. აკონტროლებდა ლოქის უღელტეხილს. ციხეს ქედის აღმოსავლეთი კლდოვანი გვირგვინი უჭირავს. ის კდლოვან შვერილებშია აშენებული. კედლის წყობა რეგულარულია, საშუალო ზომის კვადრები კირზეა ნაგები, კედლები კარგადაა შერჩენილი სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს. შესასვლელი ყოფილა სამხრეთიდან, ჩრდილოეთით კი ოთხკუთხა კოშკები შეიმჩნევა. კლდის სამხრეთ კალთაზე მცირე გამოქვაბული ეკლესიად მოუწყვიათ: დასავლეთი, სამხრეთი და საკურთხევლის ნახევარი კედლები ციხისავე ქვითა და წყობითაა ამოყვანილი. შიგნით, საკურთხევლის კედელში ადრეფეოდალური სტელა ჩაუშენებიათ. მასზე გამოსახულია ბოლნური მედალიონი, რომელიც ორსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართულ მაღალ ბუნს ეყრდნობა. ბუნის შუა წელზე პალმეტები აყვავებული ჯვრის გამოხატულებას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38163