ლორეტა გრაუჟინენე
ლორეტა გრაუჟინენე | |
---|---|
ლიეტ. Loreta Graužinienė | |
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1963 (61 წლის) |
დაბადების ადგილი | როკიშკისი |
მოქალაქეობა | ლიტვა |
განათლება | ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტი |
ლორეტა გრაუჟინენე (ლიეტ. Loreta Graužinienė, დაბადებით შნიოკაიტე (ლიეტ. Šniokaitė); დ. 10 იანვარი, 1963, როკიშკისი, ლიტვის სსრ) — ლიეტუველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, აუდიტორი. ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის 22-ე თავმჯდომარე, ლიეტუვის შრომის პარტიის ხელმძღვანელი. 2004 წლიდან ლიეტუვის სეიმის წევრი.[1] 2009 წელს ლიეტუვის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კანდიდატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლორეტა შნიოკაიტე დაიბადა 1963 წლის 10 იანვარს, პანევეჟისის მაზრის ქალაქ როკიშკისში. საშუალო სკოლა დაასრულა ქალაქ ჟეჟმარიაიში 1981 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო კაუნასში მდებარე ლიტვის სოფლის მეურნების აკადემიაში (ამჟამად ალექსანდრო სტულგინსკის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე. აღნიშნული აკადემია დაასრულა 1992 წელს.
შრომითი საქმიანობა დაიწყო ჟიბურის კოლმეურნეობაში, ქალაქ უკმერგეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკურ გაერთიანებაში, ტორფის განვითარების სამმართველოში ბუღალტრად. 1986 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა ქალაქ უკმერგეს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში ეკონომისტად. ამ პერიოდში დაასრულა ლიეტუვის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ინსტიტუტი და 1997 წელს მიიღო აუდიტორის სპეციალობა. 1992 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის საზოგადოება „პამუშჩისში“ და დახურულ სააქციო საზოგადიება „მუშაში“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის უმაღლეს სკოლაში მასწავლებლად (ამჟამად უკმერგეს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის უმაღლესი სკოლა).
პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. შექმნა საკუთარი ინდივიდუალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სააღრიცხვო მომსახურებას: ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის მოღვაწეობის ანალიზი, საგადასახადო რჩევები და სხვ. 1998 წლიდან ლიეტუვის ფინანსთა სამინისტროდან აქვს ლიცენზია, რომელიც აძლევს აუდიტორად მუშაობის უფლებას. ფლობს რუსულ, ლიეტუვურ და გერმანულ ენებს.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლიდან დაკავდა პოლიტიკური მოღვაწეობით. ლიეტუვის სეიმის წევრია 2004-2008, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. არის ლიეტუვის შრომის პარტიის წევრი. ამ პერიოდში მას ეკავა სეიმის ფრაქციის თავჯდომარისა და პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა.
2009 წელს მონაწილეობდა ლიეტუვის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3,61 % და დაიკავა მეხუთე ადგილი.[2]
2013 წლის 26 ოქტომბერს გამართულ შრომის პარტიის ყრილობაზე ლორეტა გრაუჟინენე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად.[3] აღნიშნული თანამდებობა დატოვა 2015 წლის 17 მარტს,[4] მუნიციპალურ არჩევნებში პარტიის დაბალი პროცენტული მაჩვენებლის გამო.
2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე იყო ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მეუღლე იყო იულიუს გრაუჟინისი, რომელთანაც ამჟამად განქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი ეიმანტასი (დ. 1987 წ.) და იულიუსი (დ. 2002 წ.)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 Lithuanian presidential elections
- Официальный сайт Сейма Литвы, Председатель Сейма Лорета Граужинене (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [Избирательная комиссия Литвы, анкета кандидата Л. Граужинене (2008). (ლიტვური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-10. ციტირების თარიღი: 2020-03-03. Избирательная комиссия Литвы, анкета кандидата Л. Граужинене (2008). (ლიტვური)]
- ↑ [Избирательная комиссия Литвы, анкета кандидата в президенты Литвы Л. Граужинене (2009). (ლიტვური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-20. ციტირების თარიღი: 2020-03-03. Избирательная комиссия Литвы, анкета кандидата в президенты Литвы Л. Граужинене (2009). (ლიტვური)]
- ↑ Официальный сайт партии труда Литвы, раздел «История партии»
- ↑ Граужинене уходит с должности председателя Партии труда