ლოპოტის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოპოტის ციხეარქეოლოგიური ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. ციხესიმაგრე მდებარეობს ხეობის ზემო წელზე, გონჯათხევისა და ლოპოტის შესართავში.

იგი 1969 წელს ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ დააფიქსირა. დანგრეული მასშტაბური ნაგებობის ნანგრევები შემორჩენილია მიწის პირამდე. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ამ ხევზედ, მთაში არს ლოპოტი, კლდე დიდი და კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუვალი მტრისაგან.“

ცნობილია, რომ VIII საუკუნეში, როდესაც მურვან ყრუმ ლოპოტის ხეობა ააოხრა, ამ ციხის აღება ვერ შეძლო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის უნდა ყოფილიყო ამ ხეობის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც აკონტროლებდა თუშეთიდან და დაღესტნიდან ალაზნის ველზე გადმომავალ გზებს. იმის გამო, რომ თითქმის მიწის პირამდეა დანგრეული, არ ხერხდება ციხის გეგმის გარჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38184