ლიუდმილა გრიციკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიუდმილა ვასილის ასული გრიციკი (უკრ. Людмила Василівна Грицик; დ. 19 მარტი, 1946, ქ. ანდრუსოვკა, ჟიტომირის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ქართველოლოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).

დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. სწავლის პერიოდში, 1967-1969 წლებში მივლინებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. სხვადასხვა დროს სათავეში ედგა აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას კიევის უნივერსიტეტში და შედარებითი კვლევის განყოფილებას უკრაინისმცოდნეობის ინსტიტუტში; კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კიევის უნივერსიტეტში; აქვეყნებდა შრომებს ქართული ლიტერატურისა და უკრაინულ–ქართული ლიტერატურის ურთიერთობების შესახებ; ნათარგმნი აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებები უკრაინულ ენაზე.

ავტორია ნაშრომებისა: „გრიგოლ აბაშიძის შემოქმედება“ (1975), „ნოდარ დუმბაძე და მისი გმირები“ (1977), "ირაკლი აბაშიძე" (1979), „ნოდარ დუმბაძის პროზა“ (1983) და სხვ. თარგმნა გურამ ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“ (1972), ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“ (1975), ნოდარ წულეისკირის „თუთარჩელა“ (1977), ხალხური ზღაპარი „მზის ასული“ (1977) და სხვ. მიღებული აქვს უკრაინის და საქართველოს ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1979), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1993), ღირსების ორდენი (2006), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (2013).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]