ლადო მრელაშვილი
იერსახე
ლადო მრელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1926[1] |
დაბადების ადგილი | იყალთო, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2006[1] |
საქმიანობა | მწერალი[1] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ლადო ლევანის ძე მრელაშვილი (დ. 8 მარტი, 1926, იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 2006) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები“ 1948 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი — პოემა „ზარი სამგორში“ — 1955 წელს. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, მ. შ. აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი „იყალთოელი ბიჭები“ (1957), „ლექსები“ (1959), „განკვეთილი სიდავე“ (1970), „თავგადასავალი სამი ღამისა“ (1971), „გზები სავსეა მოულოდნელობებით“ (1973).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 168.
- ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.