ლიტვური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლიტვური კულტურალიტვის ძირძველი ეთნოსის, ლიტველების კულტურა, წარმოდგენილი უნიკალური ლიტვური ენით, რომელმაც შეითვისა ნორდიკული კულტურის ასპექტები (გერმანელებთან, სკანდინავიელებთან ტერიტორიული სიახლოვის გამო) და აგრეთვე ქრისტიანული ტრადიციები, რაც პოლონეთთან ისტორიული კავშირებით იქნა გაპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ლინგვისტური მსგავსებები მიუთითებს ლატვიასთან მჭიდრო კულტურულ კავშირებზე, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში ლიტვაზე გავლენას ახდენდნენ ნორდიკული, გერმანიკული და სლავური კულტურებიც. რთული კულტურული ცვლილებები განხორციელდა ბოლო ეპოქაშიც, როდესაც ლიტვა გარდაიქმნა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან დამოუკიდებელ ბალტიისპირა ქვეყნად.

ეთნიკური და ეროვნული იდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვითელი, მწვანე და წითელი ჰორიზონტალური ხაზები ქმნის ლიტვის დროშას

ლიტვა ბალტიისპირა ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰომოგენური მოსახლეობით ხასიათდება. 2001 წლის აღწერით მოსახლეობის 83,45 % თავს ეთნიკურ ლიტველად მიიჩნევდა, 6,74 % — პოლონელებად, 6,31 % — რუსებად, 1,23 % — ბელორუსიელებად და 2,27 % — სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებად.[1]

პოლონელები ლიტვაში კონცენტრირებულები არიან ვილნიუსის რეგიონში, რაც საშუალებას აძლევთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ქმედებებში, ჰყავდეთ საკუთარი, ეთნიკურობაზე დაფუძნებული პარტია და მოახდინონ გარკვეული გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რუსები შედარებით თანაბრად არიან განაწილებულები ლიტვის ტერიტორიაზე. თვით ლიტველები კი ტრადიციულად იყოფიან 5 ჯგუფად: ჟმუდელები, იგივე სამოგიტები, იოცვინგიელები, იგივე სუდოვიელები, აუკშტაიტიელები, ძუკიელები და ლიეტუვინინკები (პრუსიელი ლიტველები),[2] თუმცა კი ბოლო ჯგუფი, ლიეტუვინიკები თითქმის აღარ არსებობს. ქალაქების მცხოვრებლებს, ჩვეულებრივ, უბრალოდ ლიტველებს უწოდებენ.

ლიტვის ეთნიკურმა შემადგენლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ისტორიის მსვლელობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ამათგან იყო ებრაელების გაჟლეტა ჰოლოკოსტის პერიოდში. მეორე მსოფლიო ომამდე ლიტვის მოსახლეობის დაახლოებით 7.5 % იყვნენ ებრაელები, რომლებსაც ლიტველ ებრაელებს ანუ ლიტვაკებს უწოდებდნენ. ვილნიუსის მოსახლეობაში ებრაელები 30 %-ს შეადგენდნენ. თითქმის ყველა ლიტველი ებრაელი გაჟლეტილი იქნა ნაცისტური გერმანიის მიერ, ზოგმა კი მოასწრო ემიგრირება, ისე რომ 2001 წლის აღწერით მხოლოდ 4007-მა მოსახლემ გამოაცხადა თავი ებრაელად.[1]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტვური ენა ლიტვის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ლიტვური მიეკუთვნება ინდოევრუპულ ენებს და საკმაოდ ახლო მსგავსება ახასიათებს სანსკრიტთან. ლიტვური ენა ლათინურ ანბანს იყენებს. მეცნიერები თვლიან, რომ ლიტვურმა ენამ პროტო-ინდოევროპული ენის ელემენტები ყველაზე მცირე ცვლილებებით შემოინახა.[3] არსებობს ლიტვური ენის მრავალრიცხოვანი დიალექტები, როგორიცაა მაღალი ლიტვური (აუკშტაიტიური) და დაბალი ლიტვური (სამოგიტური).[4]

1864–1904 წლების ცენზურის დროს, ლიტვურ ენაზე საუბარი მკაცრად კონტროლდებოდა რუსების მიერ და ამ ენაზე წერა ნებადართული იყო მხოლოდ კირილიცის გამოყენებით. ისტორიულ ლიტვურ-ლათინურ ანბანზე დაწერილი ლიტერატურა იწვებოდა, იკრძალებოდა ამ შრიფტის გამოყენებით რაიმეს გამოქვეყნება. სკოლებს, სასამართლოებს და გაზეთებს მძიმე ჯარიმების და სასჯელების გადატანა უწევდათ, თუ მაინც სადმე გამოჟონავდა ლათინურშრიფტიანი ტექსტი. დამრღვევებს ციმბირშიც კი აგზავნიდნენ.[5]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტვისა და სამოგიტიის გაქრისტიანების შემდეგ (შესაბამისად, საკუთრივ ლიტვისა, 1387 წელს და სამოგიტიისა, 1413 წელს, ლიტველთა უმრავლესობა გახდა რომაული კათოლიკური ეკლესიის წევრი. 2001 წლის აღწერის თანახმად, ლიტველთა 79 % ეკუთვნის რომაულ კათოლიკურ ეკლესიას. მოსახლეობის დაახლოებით 4,9 % ეკუთვნის აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ძირითადად, რუსული უმცირესობა.[6] ლიტვის კონსტუტუციის 26-ე მუხლით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმ აღმსარებლობის ქონა, რომელსაც იგი აირჩევს.[7]

კათოლიციზმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიტვურ ანტი-კომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რამდენიმე კათოლიკე მღვდელი ანტი-კომუნისტური მოძრაობის ლიდერები იყვნენ. ათასობით ლათინური რიტუალური ჯვარია აღმართული ჯვრების ბორცვზე შიაულიაის მახლობლად, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე სცადეს ამ მონუმენტის მიწასთან გასწორება ბულდოზერებით 1961 წელს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილნიუსის უნივერსიტეტის დიდი ეზო და წმ. იოანეს სახელობის ეკლესია

განათლება ლიტვაში ხელმისაწვდომია სკოლამდელიდან მოზრდილ ასაკამდე. ლიტვის კოლეჯები და უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ როგორც საშუალო, ისე უმაღლეს განათლებასაც. სკოლამდელი (ანუ ბაგა-ბაღის) აღზრდა-განათლება ეხება სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს. 7-10 წლის ბავშვები შედიან დაწყებით ანუ პირველად სკოლაში. 11 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდები იღებენ მეორად სასკოლო განათლებას. ამით მთავრდება ზოგადი განათლება და სტუდენტები შედიან კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში სპეციალობების ასათვისებლად.[8] სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს გამოცდა და წარმატების შემთხვევაში ისწავლონ საზღვარგარეთ.[9]

ბაკალავრის ხარისხის მიღებას ტრადიციულად 4 წელი სჭირდება. სამაგისტრო ხარისხი დამატებით ერთ ან ორ წელს მოითხოვს; სადოქტორო ხარისხი მოითხოვს ოთხი წლის მუშაობას.[10]

ლიტვის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსებული იქნა 1579.[11]

ლიტვური საკვები და ცხოვრების სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტვური კერძი, ცეპელინაი არაჟნით

ლიტვური სამზარეულო ეყრდნობა იმ პროდუქტებს, რომლებიც საუკეთესოდ ეხამება ცივსა და ტენიან ჩრდილოურ კლიმატს: ქერი, კარტოფილი, ჭვავი, ჭარხალი, ფურცლოვანი ბოსტნეული ან მწვანილი, კენკრა და სოკო, რომლებიც ადგილობრივად იზრდება, ასევე რძის პროდუქტები ქმნიან მის განსაკუთრებულობას. რადგანაც ლიტვას აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან საზიარო კლიმატი და მიწათმოქმედების პრაქტიკა გააჩნია, ლიტვური სამზარეულოც ახლოა ზოგ სხვა აღმოსავლეთ-ევროპულ, ასევე აშკენაზის ებრაელების სამზარეულოსთანაც. მიუხედავად ამისა, ლიტვურ სამზარეულოს თავისი უნიკალური თვისებებიც გააჩნია, რომელიც ამ ქვეყნის ხანგრძლივი და რთული ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა. თავისი გავლენა მოახდინა გერმანულმა ტრადიციებმაც, მათ შემოიტანეს ღორის ხორცისა და კარტოფილის კერძები, როგორიცაა კარტოფილის პუდინგი („კუგელისი“) და კარტოფილის სოსისები („ვედარაი“), ისევე, როგორც ბაროკოს ხის ნამცხვარი, რომელიც ცნობილია „საკოტის“-ის სახელწოდებით. ყველაზე ეგზოტიკური ყველა სხვა შემოტანილი კერძებიდან არის აღმოსავლეთ ყირიმის კერძები „კიბინაი“ და „ჩებურეკაი“. ტორტი „ნაპოლეონი“ მე-19 საუკუნეში, ლიტვაზე ნაპოლეონის ლაშქრობის გავლის შემდეგ იქნა შემოტანილი.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრობა და მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხატვრო გალერეა ვილნიუსში, ჩოდკიევიჩის სასახლეში

ლიტვის მხატვართა თანასაზოგადოებას სახელი გაუთქვა მიკალოიუს კონსტანტინას ჩიურლიონისმა (1875–1911). ჩიურლიონისი ლიტვაში ძლიერ სახელგანთქმული მუსიკოსი და მხატვარი იყო. მისი სიმფონიური კომპოზიციები, Jūra („ზღვა“) და Miške („ტყეში“), წარმოადგენენ ლიტველი მუსიკოსის მიერ შექმნილ პირველ სრული სიგრძის ნაწარმოებებს. ეს ორი ნაწარმოები ლიტვის ლანდშტაფტის და არე-მარის შთაგონებთ შეიქმნა.[12] ჩიურლიონისის სიკვდილის შემდეგ მისი სახელი მიენიჭა ასტეროიდს 2420 ჩიურლიონისი, რომელიც აღმოჩენილი იყო 1975 წელს.

დღეს ლიტვაში ბევრი მუზეუმი არსებობს. ლიტვის ხელოვნების მუზეუმი დაარსებული იქნა 1933 წელს და წარმოადგენს მხატვრობის ნიმუშების დაცვისა და გამოფენის მასშტაბების მხრივ ყველაზე უფრო დიდ მუზეუმს ლიტვაში.[13]

პალანგას სახელობის ქარვის მუზეუმი ლიტვის ხელოვნების მუზეუმის სუბსიდიურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მუზეუმის კოლექციების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ქარვის სხვადასხვა ნიმუშები. სულ გამოფენილია 28 ათასი ნატეხი, მათგან 15 ათასი შეიცავს ჩანართებად უძველეს მწერებს, ობობებს ან მცენარეთა ნაწილებს.[14] 4.500 ქარვის ნატეხი დამუშავებულია ხელოვნურად სამკაულებისათვის.[15] ვილნიუსის გუგენჰეიმის ერმიტაჟის მუზეუმი გამოფენს ახალი მედია-ხელოვნების ნიმუშებს, ნაწილობრივ, ნიუ-იორკის ფილმების არქივის ანთოლოგიას და ფლუქსუს-არტს. მუზეუმი გაიხსნა 2011 წელს.[16]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტვას გააჩნია ხალხური, პოპულარული და კლასიკური მუსიკალური პრაქტიკის ხანგრძლივი ისტორია. ლიტვური ხალხური მუსიკა ეფუძნება უმთავრესად ფლეიტებზე, ზითერებზე (კანკლესებზე) და სხვა ინსტრუმენტებზე შესრულებულ პოლიფონიურ მუსიკას.

ხალხური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტვური ხალხური ანსამბლი-ბენდი კულგრინდა, რომელიც უკრავს ვილნიუსში.

ლიტვური ხალხური მუსიკა ეფუძნება სიმღერებს, ლიტვ. daina „დაინა“, რომელთა შორის არის რომანტიკული, საქორწილო, ასევე შრომისა და უფრო არქაული საომარი სიმღერები. ტრადიციული ლიტვური ვოკალური მუსიკა მაღალი შეფასებით სარგებლობს მსოფლიოში: ლიტვური მუსიკალური ფესტივალები და სუტარტინის მრავალხმიანი სიმღერები შეტანილია იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრები.

ხალხური სიმღერები სრულდება ჯგუფების ან ინდივიდების მიერ, პარალელურ ხაზებად ან უნისონში. აუკსტაიტიას სუტარტინეს ტრადიციისთვის დამახასიათებელია დუოფონური სიმღერები. ლიტვური ხალხური მუსიკის კიდევ ერთ სტილს ჰქვია რატელიაი, რომელიც ფერხულის სახესხვაობას წარმოადგენს. ინსტრუმენტებს შორის აღსანიშნავია კანკლესი, ციტრის სახესხვაობა, რომლითაც აკომპანემენტს უკეთებენ სუტარტინებს, რატელიაის, ვალსებს, კადრილებს, პოლკებს. კანკლესი ხანდახან უკრავს წყვილში ვიოლინოსთან, ასევე ბას-ვიოლინოსთან, რომელსაც ბაზეტლე ეწოდება, სასტვენის სახესხვაობასთან, რომელსაც ლუმზდელის უწოდებენ და ხმით კი კლარნეტს ემსგავსება, ბირბინთან და ა.შ. მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა იმგვარი მუსიკალური ინსტრუმენტებიც, როგორიცაა კონცერტინა, აკორდეონი და ბანდონეონი. სუტარტინეს აკომპანემენტს უწევს ხოლმე სკუდუჩიაი, სტვირის სახე, რომელსაც ადამიანთა ჯგუფი უკრავეს, ასევე ხის საყვირები (რაგაი და დანდიტესი).

კანკლესი უაღრესად მნიშვნელოვანია ხალხური ინსტრუმენტია. მისი სიმების რიცხვი და მასზე შესრულების ტექნიკა განსხვავდება რეგიონებისდა მიხედვით. სხვა ტრადიციულ ინსტრუმენტებს შორისაა სვილპასი (სასტვენი), დოლები და ტაბალა (გონგის მსგავსი პერკუსიული ინსტრუმენტი), sekminių ragelis (გუდასტვირი) და pūslinė (ხემი, რომელიც მზადდება გამხმარი ბარდით გავსებული შინაური ღორის შარდის ბუშტისგან).

კინო და თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტველი ხელოვანი იონას მეკასი, რომელიც ამერიკული ავანგარდული კინოს მამამთავრად ითვლება

ლიტვას გააჩნია განვითარებული დრამატულ-თეატრალური ხელოვნება. ტარდება ბევრი კინოფესტივალი, როგირიცაა კინო პაბასარისი და AXX სარეკლამო როლიკების ფესტივალი-კონკურსი. ლიტვური კინოს ტრადიციები საფუძველს იღებს 1944 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის ოკუპაციის დროიდან.[17] პოპულარულ ლიტვურ კლასიკურ ფილმს წარმოადგენს Velnio Nuotaka, რომელიც ხალხური ზღაპრების მიხედვითაა გადაღებული.[18]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლიტვურენოვანი არხი ჩართული იქნა 1957 წელს. ლიტვას ამჟამად გააჩნია 8 ძირითადი სატელევიზიო არხი, 24 რეგიონალური არხი და 2 არა-ლიტვური არხი, რომელზეც ძირითადი ენები დუბლირდება ლიტვურ ენაზე შესრულებული თარგმანით. ეროვნულ არხს წარმოადგენს ლიტვის ეროვნული რადიო და ტელევიზია (Lietuvos televizija; ლიტვის ტელევიზია).

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

There are eighty Olympic and non-Olympic sports federations in Lithuania. Among the most popular sports in Lithuania are basketball, football, athletics and cycling. Professional sportsmen and trainers are educated in the Lithuanian Academy of Physical Education.

ლიტერატურა და ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bousfield, Jonathan (2004). Baltic States: Estonia, Latvia & Lithuania. London, England: Rough Guides. ISBN 1-85828-840-1. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Population by Ethnicity. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005). წაკითხვის თარიღი: 2008-09-17.
  2. Vyšniauskaitė, Angelė. “LIETUVIŲ ETNINĖ KULTŪRA – AKCENTAS DAUGIALYPĖJE EUROPOS KULTŪROJE“. წაკითხვის თარიღი: 2008-01-26. (Lithuanian) 
  3. Frucht, Richard (2005). Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture. ABC-CLIO, გვ. 188. ISBN 1-57607-800-0. 
  4. Minahan, James. Miniature Empires: A Historical Dictionary of the Newly Independent States. Westport, CT: Greenwood Publishing Group, 1998. p. 62. ISBN 0-313-30610-9
  5. "The New York Times Current History". The New York Times. New York:The New York Times Company, 1918. p. 503.
  6. Population by Religious Confession. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005). წაკითხვის თარიღი: 2008-09-17.
  7. Constitution of the Republic of Lithuania. Seimas of the Republic of Lithuania (2003-03-20). წაკითხვის თარიღი: 2008-09-19.
  8. Education Statistics: Lithuania. Childinfo. Retrieved September 28, 2008.
  9. UK exams in Lithuania. British Council in Lithuania. Retrieved September 28, 2008.
  10. Lithuania Education System. Mykolas Romeris University. Retrieved September 28, 2008.
  11. Welcome. Vilnius University. Retrieved September 28, 2008.
  12. Bousfield 2004, Baltic States: Estonia, Latvia & Lithuania, p. 54.
  13. History of the Lithuanian Art Museum. Lithuanian Art Museum. Retrieved on October 10, 2008.
  14. Places of interest. Palanga Amber Museum. Retrieved on March 29, 2007.
  15. Palangos gintaro muziejus. Antanas Tranyzas: The Amber Museum of Palanga. Retrieved on March 29, 2007.
  16. Zaha Hadid to Design Planned Museum in Lithuania. Bloomberg News. წაკითხვის თარიღი: 2008-05-24.
  17. Juodelyte, Karina. "Lithuanian cinema strives to find its niche". Baltic Times. September 14, 2005. Retrieved on October 17, 2008.
  18. Bousfield 2004, Baltic States: Estonia, Latvia & Lithuania, p. 55.