შინაარსზე გადასვლა

ტექსტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტექსტოლოგია — ისტორიულ–ფილოლოგიური დისციპლინა, რომელიც კრიტიკულად შეისწავლის ისტორიულ დოკუმენტებს და ლიტერატურულ ნაწარმოებებს ტექსტის შედგენის ისტორიის შესწავლისა და მათი მეცნიერულად გამოცემის მიზნით.[1] ტექსტოლოგიას ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი და როგორც მეცნიერული დისციპლინა, იგი XVIII საუკუნეში იღებს სათავეს. ტერმინი ტექსტოლოგია კი პირველად გამოიყენა რუსმა ლიტერატურათმცოდნემ ბორის ტომაშევსკიმ. ტექსტოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული წყაროთმცოდნეობასთან, პალეოგრაფიასთან და სპეციალურ ისტორიულ დისციპლინებთან.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ლალი ფირცხალავა, ისტორიის მეცნიერების შესავალი, თბ., 1995 წ., გვ. 160
  1. ტექსტოლოგია. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2019.