აბრუცო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
აბრუცო
იტალ. Abruzzo
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ლ’აკვილა
შიდა დაყოფა ლ’აკვილის პროვინცია, კიეტის პროვინცია, პესკარის პროვინცია და ტერამოს პროვინცია
კოორდინატები 42°13′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. / 42.21667° ჩ. გ. 13.83333° ა. გ. / 42.21667; 13.83333
მმართველი Marco Marsilio
ფართობი 10831.84 კმ²
მოსახლეობა 1 308 451 (2019)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.regione.abruzzo.it/
აბრუცო — იტალია
აბრუცო

აბრუცო (იტალ. Abruzzo), აბრუცი (იტალ. Abruzzi) — რეგიონი იტალიაში, მთიანი რაიონი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. მისი დასავლეთი საზღვარი რომიდან 80 კმ-ში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარკეს რეგიონი, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ლაციოს რეგიონი, სამხრეთ აღმოსავლეთით — მოლიზე და აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა. მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიულად უფრო იტალიის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს ვიდრე სამხრეთში, იტალიის სტატისტიკის სამსახურის მიერ იგი მაინც სამხრეთულ რეგიონად მიიჩნევა, ორი სიცილიის სამეფოსთან მისი ისტორიული კავშირის ნიშნად.

ანტიკურ ხანაში რეგიონი დასახლებული იყო იტალიკური ტომებით, რომლებიც ხანგრძლივად უწევდნენ წინააღმდეგობას რომაელ დაპყრობლებს. XII საუკუნეში აქ ნორმანები დამკვიდრდნენ. მოგვიანებით, აბრუცო ჰოენშტაუფენების დინასტიას ემხრობოდა პაპობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1860-1861 წლებში რეგიონი იტალიის სამეფოს ნაწილი გახდა აბრუცისა და მოლიზეს სახელით. 1965 წელს აღნიშნული რეგიონი გაიყო. აბრუცოს ეკონომიკის საფუძველი სოფლის მეურნეობაა.

  • ფართობი – 10 763 კმ²
  • მოსახლეობა – 1 342 975 (2011 წ)
  • ადმინისტრაციული დაყოფა — პროვინციები: ლ'აკვილა, კიეტი, პესკარა და ტერამო.
  • ქალაქები (ათ.) — ლ’აკვილა (70), პესკარა (115), კიეტი (59), ტერამო (53).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრუცოს რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:

აბრუცოს პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (კაცი/კმ²)
კიეტის პროვინცია 2,588 396,190 153.1
ლ'აკვილის პროვინცია 5,034 308,876 61.3
პესკარის პროვინცია 1,225 318,701 260.1
ტერამოს პროვინცია 1,948 308,769 158.5


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Italian National Institute of Statistics — 1926.