ლილი კოული
ლილი კოული Lily Cole | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 დეკემბერი, 1987 |
დაბ. ადგილი | ტორკი, დიდი ბრიტანეთი |
სიმაღლე | 179 სმ |
წონა | 53 კგ |
მკერდი | 81 სმ |
წელი | 63,5 სმ |
თეძო | 89 სმ |
თმის ფერი | წითური |
თვალები | ცისფერი |
ეროვნება | ინგლისელი |
ლილი კოული (ინგლ. Lily Cole; დ. 27 დეკემბერი 1987) — ინგლისელი მოდელი და კინომსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლილი კოული დაიბადა ინგლისურ ქალაქ ტორკში, მაგრამ თავის დასთან, ელვისთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. იქ, კოულიმ მერილებონის ქალთა სკოლა (ინგლ. St Marylebone School) და დამოუკიდებელის სკოლა Latymer Upper School-ი დაამთავრა.
სამოდელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რჩევი სამოდელო სფეროზე, ლილიმ ცნობილი ინგლისელი მოდელისა და მსახიობის, ბენჟამინ ჰარტისგან, ჯერ ჯიდევ 13 წლის ასაკში მიიღო. კოულიმ მოგვიანებით სამოდელო სააგენტოსთან Storm Models გააფორმა კონტრაქტი[1].
კოულის პირველი აღიარება ჟურნალ Vogue-ის იტალიური ვერსიისთვის ჩატარებულმა ფოტოსესიამ მოუტანა. ჟურნალს ფურცლებზე ლილი ცნობილმა ამერიკელი ფოტოგრაფის სტივენ მეისელის დახმარებით მოხვდა. ამის შემდეგ კოული არაერთხელ გამოჩნდა ყველაზე ცნობილ მოდის ჟურნალების ყდებზე: Vogue (აშშ, იტალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კორეის რესპუბლიკა), Citizen K, Numéro, V. 2004 წლის ნოემბერში British Fashion Awards-ის ცერემონიაზე ლილი კოული „წლის მოდელად” დაასახელეს.
ლილი ცნობილი ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: Chanel, Christian Lacroix, Hermès, Longchamp, Cacharel, Topshop და Anna Sui Cosmetics, I Love Love by Moschino. დიზაინრებს შორის, რომლების ტანსაცმლის სერიებიც მან პოდიუმზე წარადგინა, არიან: Chanel, DKNY, Jean Paul Gaultier, Versace, Alexander McQueen, John Galliano, Louis Vuitton და სხვა მრავალი. მისი მეგობრები არიან — დიზაინერი და и ჟურნალისტი ფილიპ კოლბერტი (ინგლ. Philip Colbert) და მოდელები ჯემა ვორდი და ერინ ო’კონორი (ინგლ. Erin O'Connor).
კინოკარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი მერილინ მენსონმა გადაწყვიტა ლილი კოული ფილმში „ფანტასმაგორია: ლუის კეროლის ხილვა” ეთამაშებინა. ლილიმ „ალისას” როლი მიიღო[2]. 2010 წელს ფილმის წარმოება შეწყდა.
2007 წელს ლილიმ ფილმში თანაკლასელები „პოლის” როლი მიიღო. ამ ფილმში მონაწილეობდნენ აგრეთვე ჯემა არტერტონი , ევერეტ რუპერტი, კოლინ ფერტი, ჯოდი უიტეკერი და სტივენ ფრეი[3].
რეჟისორ ტერი გილიამის ერთ-ერთ ბოლო ფილმში „ექიმ პარნასის წარმოსახვარიუმი” ლილიმ „ვალენტინას”, მთავარი გმირის ქალიშვილის როლი შეასრულა. ხოლო 2009 წელს ფილმში «სიბრაზე», მოდელის როლი ითამაშა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2007 | ფ | თანაკლასელები | St. Trinian’s | პოლი |
2009 | ფ | სიბრაზე | Rage | ლუტის ლიფი |
2009 | ფ | დოქტორ პარნასის წარმოსახვა | The Imaginarium of Doctor Parnassus | ვალენტინა |
2009 | ფ | გასასვლელი | Passage | ტანია |
2011 | ფ | იქ არიან დრაკონები | There Be Dragons | ელაინი |
2011 | ფ | ჩრჩილის დღიურები | The Moth Diaries | ერნესა |
2011 | ფ | საუკუნის პირმშოს აღსარება | Confession of a Child of the Century | ბრიჯიტი |
2011 | ფ | ექიმი ვინ | Doctor Who | სირენა |
2012 | ფ | თოვლივით თეთრი და მონადირე | Snow White and the Huntsman | გრეტა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლილი კოული კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ლილი კოული Fashion Model Directory-ის საიტზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Lily Cole: Beauty and brains», The Independent
- ↑ «Mansion with Lily Cole in Phantasmagoria» Fashionindie.com
- ↑ Model Cole joins Trinian’s film BBC News