Louis Vuitton
ტიპი | კომერციული ორგანიზაცია და მოდის სახლი |
---|---|
დარგი | მოდა |
დაფუძნდა | 1854 |
დამაარსებელი | ლუი ვიტონი |
სათავო ოფისი | პარიზი, საფრანგეთი |
შემოსავალი | 30.638 მილიარდი ევრო (2014)[1] |
თანამშრომელი | 121 289 (2014)[1] |
საიტი | www.louisvuitton.com |
Louis Vuitton Malletier, ჩვეულებრივ ცნობილი როგორც Louis Vuitton (ლუი ვიტონი) ან შემოკლებით LV — ფრანგული სამოდელო სახლი, რომელიც 1854 წელს დიზაინერმა ლუი ვიტონმა დააარსა. ემბლემა LV გამოსახულია ყველგან, მდიდრული ჩემოდნებითა და ტყავის ნაწარმით დაწყებული და ფეხსაცმლით, საათებით, საიუველირო ნაწარმით, აქსესუარებით, მზის სათვალეებითა და წიგნებით დამთავრებული. Louis Vuitton ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო სამოდელო სახლია მსოფლიოში. ის თავის პროდუქციას ყიდის საფირმო ბუტიკებში, მაღალი დონის სავაჭრო ცენტრებში და ინტერნეტით, საკუთარი საიტის ელექტრონული კომერციის განყოფილებაში[2][3]. ექვსი წლის განმავლობაში ზედიზედ (2006-2012), Louis Vuitton მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ ბრენდად დასახელდა. 2012 წლის შეფასებით მისი ღირებულება 25.9 მილიარდი აშშ დოლარი იყო[4]. 2013 წელს ბრენდის ღირებულებამ 28.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო გაყიდვების მაჩვენებელმა 9.4 მილიარდი დოლარი[5]. კომპანია მსოფლიოს 50 ქვეყანაში მოღვაწეობს და ფლობს 460-ზე მეტ მაღაზიას[6].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Louis Vuitton-ის წლიური ანგარიში 2014
- ↑ Legal Notice. Louis Vuitton. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 24 April 2010.
- ↑ Martin, Richard (1995). Contemporary fashion. Guatemala: St. James Press, გვ. 750. ISBN 1-55862-173-3.
- ↑ Roberts, Andrew. Louis Vuitton Tops Hermes As World's Most Valuable Luxury Brand. Bloomberg. ციტირების თარიღი: 28 May 2012.
- ↑ http://www.forbes.com/companies/louis-vuitton/
- ↑ http://www.theglobeandmail.com/report-on-business/international-business/european-business/louis-vuitton-slows-expansion-to-protect-image/article8069266/