ლიახოვის კუნძულები
მშობ. სახელი: Ляховские острова | |
---|---|
ლიახოვის კუნძულები ახალი ციმბირის კუნძულების რუკაზე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ლაპტევების ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
კოორდინატები | 74°39′36″ ჩ. გ. 141°59′14″ ა. გ. / 74.66000° ჩ. გ. 141.98722° ა. გ. |
ფართობი | ≈6800 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
293 მ ემი-ტასი |
ფედ. სუბიექტი | სახა (იაკუტია) |
ლიახოვის კუნძულები[1] (რუს. Ляховские острова) — ახალი ციმბირის კუნძულების სამხრეთი ჯგუფი, ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვების მიჯნაზე (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). კონტინენტისგან გამოყოფილია დიმიტრი ლაპტევის სრუტით (60 კმ), კუნძულ კოტელნისგან — სანიკოვის სრუტით (50 კმ). ლიახოვის კუნძულებში შედის: დიდი ლიახოვის (ფართობი 5300 კმ²), პატარა ლიახოვის (1325 კმ²), სტოლბოვოი (170 კმ²). ჭარბობს აკუმულაციური ვაკეების რელიეფი, დასერილია მცირე სიღრმის და მოკლე ხეობებით. ყველაზე მაღალი კუნძულია დიდი ლიახოვის (სიმაღლე 293 მეტრამდე, მთა ემი-ტასი), სადაც ფართოდაა გავრცელებული (ფართობის დაახლ. 80%) მიწისქვეშა ყინულები, რომლებიც ზედაპირზეც გამოდიან და წარმოქმნიან ზღვიდან ათეულობით მეტრის სიმაღლის ვერტიკალურ კედლებს. ძლიერ განვითარებულმა მრავალწლოვანმა მზრალობამ რელიეფის მზრალური ფორმების მრავალფეროვნება განაპირობა: თერმოკარსტული ქვაბულები, ყინვაბზარული ნაპრალები, ბაიჯარახები. დამახასიათებელია ძლიერ მეჩხერი არქტიკული უდაბნოს ლანდშაფტები. სახელი ეწოდება ივანე ლიახოვის პატივსაცემად.[2]
კუნძულ სტოლბოვოის დასავლეთით არსებობდა კიდევ ორი მცირე კუნძული: ვასილიევის (Васильевский) და სემიონოვის (Семёновский). ისინი შედგებოდა მიწისქვეშა ყინულისგან, რომელიც დაფარული იყო შლამისა და სხვა წარმონაქმნების ფენით. ყინულის დნობის გამო კუნძულები თანდათან გაქრა და მათ ადგილას მარჩხობები დარჩა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 122.
- ↑ Ляховские острова // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 294.
- ↑ Клюев, Е.В.; Котюх, А.А.; Оленина, Н.В. (1981). „Картографо-гидрографическая интерпретация исчезновения в море Лаптевых островов Семеновского и Васильевского“. Известия всесоюзного географического общества (რუსული) (№6): 485–492. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)