ნამარხი ყინული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნამარხი ყინული — წარსული ეპოქიდან შემორჩენილი რელიქტური მიწისქვეშა ყინული. XIX საუკუნის დასაწყისში ნამარხ ყინულად პლეისტოცენური ასაკის განამარხებულ მყინვარებსა და თოვლნარებს მიიჩნევდნენ. ასეთი შეხედულება შეიქმნა ნამარხ ყინულში ციმბირსა და ალასკაში ნაპოვნი მამონტისა და სხვა ამოწყვეტილი ცხოველების გვამების საფუძველზე.

ამჟამად დადგენილია, რომ ნამარხი ყინული შეიძლება წარმოადგენდეს თანამედროვე მიწისქვეშა ყინულის ყველა გენეტური ტიპის ანალოგს. ნამარხი ყინული გავრცელებულია მრავალწლოვანმზრალ ზონებში, უმეტესწილად ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე, სადაც ხშირად წარმოდგენილია ზღვის სანაპირო ჩამონაქცევებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]