ლეპა ბრენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფახრეტა იაჰიჩი (სერბ.-ხორ. Fahreta Jahić / Фахрета Јахић; დ. 20 ოქტომბერი 1960), ასევე ცნობილი ქმრის გვარით ჟივოინოვიჩი (სერბ.-ხორ. Živojinović / Живојиновић) და სასცენო ფსევდონიმით ლეპა ბრენა (სერბ.-ხორ. Lepa Brena / Лепа Брена) — ბოსნიელი მომღერალი. თავს მიიჩნევს იუგოსლავად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტუზლაში, აბიდ იაჰიჩისა და იფეტა სმაილოვიჩის ოჯახში.[1] მამა იეჟინაცში იყო დაბადებული, ხოლო დედა ჩეხაიეში.[2] ჰყავს უფროსი და ფაკეტა და ძმა ფარუყი.[3] ბოსნიის ომის დაწყებისთანავე მისი და კანადაში წავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს.[4][5]

პირველად იმღერა სცენაზე მეხუთე კლასში, როცა ოჯახი ტუზლიდან ბრჩკოში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ რეგულარულად მღეროდა ბრჩკოში საცეკვაო საღამოებზე.[6]

19 წლის ფახრეტა ხვდება ჯგუფში ლირა შოუ, რომლის ვოკალისტი სპასა ცოლად გაჰყვა ბოქსიორს, მას კი არ სურდა მისი ცოლი მომღერალი ყოფილიყო. ჯგუფის ლიდერი, საშა პოპოვიჩი, თავიდან წინააღმდეგი იყო ფახრეტას ჯგუფში მიღებისა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა[7] 1981 წელს ჯგუფი ბელგრადში გადავიდა და სახელად დაირქვა ტკბილი ცოდვა (სერბ.-ხორ. Slatki Greh / Слатки Грех). 1982 წლის 3 თებერვალს შედგა მათი პირველი ალბომის პრემიერა.

80-იანებში კარიერის მანძილზე იგი იუგოსლავიის ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო, მისი 40 მილიონამდე სხვადასხვა ალბომი და ჩანაწერი გაიყიდა.[8][9]

მონაწილეობდა მიუზიკლების ტრილოგიაში მოდი შევიყვაროთ (სერბ.-ხორ. Hajde da se volimo / Хајде да се волимо). ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ფილმებშიც.

1991 წლის 7 დეკემბერს ცოლად გაჰყვა სლობოდან ჟივოინოვიჩს, სერბ ჩოგბურთელს. პირველი შვილი, სტეპან ემერალდი ნიუ იორკში 1992 წლის 21 მაისს შეეძინათ, მეორე – ვიქტორ ერნესტი 1998 წლის 30 მარტს.

2000 წლის 23 ნოემბერს სტეპანი ზემუნის კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს ბელგრადში. ხუთი დღის შემდეგ, როცა მშობლებმა 2 500 000 გერმანული მარკის ოდენობის გამოსასყიდი გადაიხადეს, ბავშვი გათავისუფლდა.

90-იანებში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს იგი მოინათლა და სახელად მიიღო ელენა, თუმცა თავად ამას უარყოფს.[10]

2009 წელს მისი კონცერტები სარაევოსა და ზაგრებში კინაღამ ჩაიშალა, როცა გამოქვეყნდა მისი სურათები, სადაც ის 1993 წელს სერბთა რესპუბლიკის არმიის ფორმით იყო გადაღებული ბრჩკოში.[11] მოგვიანებით სხვადასხვა სააგენტოებმა დაბეჭდეს მისი ფოტო კენიიდან, სადაც ის მოდი შევიყვაროთ 3 გადაღებების დროს, სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული.[12] კონცერტების მოწინააღმდეგეებმა ლეპა ბრენას მოღალატე და ჩეტნიკუშა (სერბ.-ხორ. Četnikuša / Четникуша; ქალი ჩეტნიკი) უწოდეს.[13] თავად ლეპა ბრენამ ეს ყველაფერი ავისმოსურნეებს მიაწერა, რომლებმაც მისი სამხედროფორმიანი სურათი ბრჩკოში გადაღებულად გაასაღეს, არადა სინამდვილეში იგი კენიაში იყო გადაღებული. რეალურად ეს ორი ფოტოსურათი სხვადასხვაა.[14] მოგვიანებით ლეპა ბრენა ამტკიცებდა რომ ბრჩკოში მშობლების გადასარჩენად იყო ჩასული.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ISPOVEST Lepa Brena: Majka je uvek bila ponosna na mene. Blic (4/12/2014). ციტირების თარიღი: 27/12/2015.
  2. Lepa Brena u svom Srebreniku podržala Mirzu Selimovića pred 30.000 gledalaca. Pressing (27/08/2014). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  3. Lepa Brena: Majka je od mene napravila ličnost kakva sam danas. Blic (22/11/2014). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  4. Povratak u detinjstvo. Story (30 June 2012). ციტირების თარიღი: 4 January 2015.
  5. Fahreta i Faketa u šetnji. Kurir (8/06/2012). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  6. LIČNA KARTA. Puls (2006). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  7. Brena je ličila na trafo-stanicu na početku karijere. Telegraf (17/11/2013). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  8. Brena, bre. Vreme (27/10/2011). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  9. Vlasnici muzike i stranih priznanja. Blic (3/12/2007). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  10. Lepa Brena: Ne stidim se muslimanskog porekla. novosti.rs (04/03/2014). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  11. Lepa Brena u uniformi Vojske Republike Srpske u Brčkom. 24sata (13/05/2009). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  12. Branitelji dijele slike Lepe Brene u srpskoj uniformi. Jutarnji (5/06/2009). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  13. Ne želimo Brenu, pjevala je za četnike!. Dubrovacki (10/06/2009). ციტირების თარიღი: 27/05/2015.
  14. Zbog ovoga Lepu Brenu ne žele u BiH. Dalje (22/05/2009). ციტირების თარიღი: 27/05/2012.
  15. Lepa Brena nije četnikuša. ReginalExpress (14/05/2010). ციტირების თარიღი: 27/05/2012.