შინაარსზე გადასვლა

ლეონ დარბინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეონ ოჰანეზის ძე დარბინიანი (დ. 10 აპრილი, 1905, სოფ. ალასტანი, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, — გ. 28 დეკემბერი, 1943, ქ. ჟიტომირი) — საბჭოთა კავშირის გმირი (1 იანვარი, 1944, სიკვდილის შემდეგ).[1] პოლკოვნიკი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921-1924 წლებში, მუშაობდა მილიციაში. მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 წლიდან საბჭოთა არმიაში იყო. დაამთავრა გაერთიანებული სომხური სამხედრო სკოლა (1927) და თბილისის ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლა (1928), შემდეგ უმაღლესი საოფიცრო კურსები „ვისტრელი“ და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა გვარდიის მე-3 სატანკო არმიის 69-ე მექანიზებულ ბრიგადას. კიევის, ჟიტომირის, შევჩენკოს და სხვა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. გარდაიცვალა ბრძოლის დროს მიღებული მძიმე ჭრილობისაგან. დაკრძალულია ქ. ჟიტომირში. მიღებული აქვს ლენინის ორდენი (ორგზის), წითელი ვარსკვლავის ორდენი (ორგზის), სამამულო ომის I ხარისხის ორდენი და სხვა ჯილდოები.