ლენკორანის ციხე-სიმაგრე
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ლენკორანის ციხე-სიმაგრე აზერ. Lənkəran qalası | |
---|---|
მდებარეობა | ლენქორანი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | 1726-1727 |
ლენკორანის ციხე-სიმაგრე (აზერ. Lənkəran qalası) — ქალაქ ლენკორანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხუროთმოძღვრების ისტორიული ძეგლი. ლენკორანის ციხე, ზინდანის ციხესთან ერთად, აშენდა 1726-1727 წლებში. მოგვიანებით ინგლისელი და ფრანგი არქიტექტორების დახმარებით ციხე-სიმაგრე აღადგინეს და მართკუთხა ფორმა მისცეს. 35 ჰექტარის ფართობზე განლაგებული ციხე ბაქოს ციხეზე უფრო დიდი იყო. სამწუხაროდ, დღემდე ციხის მხოლოდ ორი კოშკი შემორჩა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენკორანის ციხის მშენებლობა 1726 წელს დაიწყო და 1727 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ციხე-სიმაგრის შიგნით მდებარეობს სივრცე, რომელსაც ლენკორანელები «გალას» უწოდებენ. ციხე-სიმაგრე რუსეთ-სპარსეთის პირველ ომში (1804-1813) ირანის არმიის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო. ციხეში განლაგებული იყო ირანის არმიის 4000 ჯარისკაცი. ციხე-სიმაგრემ რუსულ ჯარს ბევრი სირთულე შეუქმნა აღმოსავლეთისკენ დაწინაურებისას.[2]
1812 წლის 31 დეკემბერს რუსმა ჯარისკაცებმა ციხის კედლებთან დაიკავეს პოზიციები, არტილერიის ცეცხლის ქვეშ გადალახეს თხრილები და ციხის შეგნით მოუწიათ ბრძოლა. 1813 წლის 1 იანვარს რუსულმა არმიამ ლენკორანის ციხე დაიკავა. სპარსეთის დამარცხების შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გულისტანის საზავო ხელშეკრულების (1813 г.) თანახმად, თალიშის სახანოს ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ციხე ერთ-ერთი ძირითადი სიმაგრე იყო ქალაქ თალიშის სახანოში.[3] იმ დროს, თვითმხილველთა თქმით, ციხე-სიმაგრე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ქმნიდა ქვის მაღალი კედლებით, რომლებიც გვირგვინდებოდა მთელი რიგი კბილანებით, რომელთაგანაც ყველა მიმართულებით მრისხანედ იყურებოდნენ სხვადასხვა საბრძოლო იარაღების ლულები. ამას გარდა, ციხე-სიმაგრე გარშემორტყმული იყო ღრმა სანგრებით, რომლებიც თავდაცვითი მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, წყლით ივსებოდა. ციხე-სიმაგრის შემადგენლობაში ორი ბაზარი შედიოდა: დიდი და პატარა. XX საუკუნის დასაწყისში ორივე ბაზარში აშენდა მეჩეთი. ეს მთავარი მეჩეთები იყო ქალაქში და დღემდე შემორჩა.