ლეილა ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეილა ალი
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი ლეილა ამარია ალი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
დაიბადა 30 დეკემბერი, 1977
მაიამი, აშშ
სიმაღლე 178 სმ
პროფესიონალური კარიერა
პირველი ბრძოლა 8 ოქტომბერი 1999
უკანასკნელი ბრძოლა 2 თებერვალი 2007
ბრძოლა 24
მოგება ნოკაუტით 21
ფრე 0

ლეილა ამარია ალი (ინგლ. Laila Amaria Ali; დ. 30 დეკემბერი, 1977) — ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, აქტიურად გამოდიოდა რინგზე 1999-2007 წლებში. ლეილა ალი არის მსოფლიოში ცნობილი მოკრივის, მუჰამედ ალის შვილი.[1] თავისი კარიერის მანძილზე, რომელიც დაუმარცხებლად განვლო, იყო WBC, WIBA, IWBF, IBA და IWBF-ის ტიტულების მფლობელი სუპერსაშუალო წონაში. ლეილა ალიმ, მთელი კარიერის განმავლობაში 24 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მათგანი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მან 21-ჯერ ნოკაუტით მიაღწია წარმატებას.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეილა ამარია ალი დაიბადა 1977 წლის 30 დეკემბერს, მაიამიში, ფლორიდაში, ცნობილი მოკრივის — მუჰამედ ალისა და მისი მესამე მეუღლის, ვერონიკა პორჩე ალის ოჯახში. ალიმ დაამთავრა კალიფორნიის სანტა მონიკას კოლეჯი ბიზნესის განხრით. მას ჰქონდა საკუთარი სალონი, როგორც მანიკურის სპეციალისტს, სანამ პროფესიონალური კრივით დაკავდებოდა.[2]

მოკრივის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიმ კრივში ვარჯიში 18 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ნახა ქრისტი მარტინის ასპარეზობა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან პირველად გადაცემა „დილა მშვიდობისა ამერიკა“-ში, ჟურნალისტ დიან სოიერთან ისაუბრა.[3] როდესაც მან აცნობა მუჰამედ ალის თავისი გადაწყვეტილების შესახებ, იგი უკმაყოფილო დარჩა შვილის მიერ ასეთი სახიფათო პროფესიის არჩევით.

1999 წლის 8 ოქტომბერს, თავის პირველ მატჩში, იგი დაუპირისპირდა აპრილ ფოულერს მიჩიგანიდან. შეჯიბრი ნიუ-იორკში შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა მისთვის პირველი იყო, შეხვედრას უამრავი ჟურნალისტი და გულშემატკივრი დაესწრო. ალიმ ნოკაუტით დაამარცხა ფაულერი.

ალიმ აგრეთვე ტექნიკური ნოკაუტით მოიგო თავისი მეორე მატჩი. მისი მოწინააღმდეგე იყო შადინა პენიბეიკერი პიტსბურგიდან.[4]

ალიმ ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო, ამიტომ ბევრს სურდა, რომ იგი შეხვედროდა ან ჯორჯ ფორმანის შვილ ფრიდა ფორმანს, ან ჯო ფრეზიერის ქალიშვილს ჯეკი ფრეზიერ-ლაიდს. 2001 წლის 8 ივნისს, ალი და ფრეზიერი ერთმანეთს შეხვდნენ. ალი ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოაცხადეს. ეს ერთადერთი მარცხი იქნება ჯეკი ფრეზიერ-ლაიდის თხუთმეტ მატჩიან კარიერაში[5].

ალი პოდიუმზე, 2011 წელი

2002 წლის 17 აგვისტოს, ლას-ვეგასში გამართულ შეხვედრაში ლეილა ალი მეორე რაუნდში, ნოკაუტით, ამარცხებს სუზეტ ტეილორს. ამ გამარჯვებით იგი მოიპოვებს IBA-ს ტიტულს.

8 ნოემბერს, ლას-ვეგასში, ვალერი მაჰფუდთან ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვების შემდეგ, იგი WIBA-სა და IWBF-ის ქამრების მფლობელიც გახდა.[6]

2003 წლის 21 ივნისს, ალი და მაჰფუდი ერთმანეთს უკვე ლოს-ანჯელესში შეხვდნენ.ლეილა ალიმ კვლავ ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

2003 წლის 23 აგვისტოს, ალი შეხვდა მის ინსპირაციას, ქრისტი მარტინს და ნოკაუტით დაამარცხა მეოთხე რაუნდში.[7]

2004 წლის 14 ივლისს, ალიმ ნიკი ელპიონის დამარცხებით შეინარჩნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული[8].

2004 წლის 30 ივლისს, მან მეეცხრე რაუნდში დაამარცხა მონიკა ნუნეში. ალის და ნუნიესის პაექრობა ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და დენი უილიამსის ბრძოლისწინა დაპირისპირება იყო. ყველასთვის გასაკვირად, ტაისონმა მაშინ უილიამსთან ნოკაუტით წააგო. თუმცა ამ დროს უკვე ტაისონის კარიერის დაისი იყო და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბოლოსწინა შეხვედრას ატარებდა რინგზე.

2004 წლის 24 სექტემბერს, ალიმ მიიღო IWBF-ის ტიტული ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, ნოკაუტით დაამარცხა რა გუენდოლინ ო'ნილი მესამე რაუნდში. ეს შეხვედრა გაიმართა ატლანტაში, ჯორჯიის შტატი.

2005 წლის 11 ივნისს, ტაისონი-კევინ მაკბრაიდის წინასამატჩო ბრძოლაში, ალიმ ერინ ტუგილი მესამე რაუნდში დაამარცხა და მოიპოვა კრივის მსოფლიო საბჭოს ტიტული, WIBA-ს ტიტულთან ერთად.[9] იგი გახდა მეორე ქალი, რომელმაც მოიპოვა WIBA-ს ტიტული (პირველი იყო ჯეკი ნავა).

2005 წლის 17 დეკემბერს, ბერლინში, ალი შეხვდა ასა სანდელს და დაამარცხა იგი ტექნიკური ნოკაუტით მეხუთე რაუნდში.მუჰამედ ალი ესწრებოდა ბრძოლას და შეჯიბრი დამთავრების შემდეგ გადაკოცნა თავისი შვილი. .[10]

2006 წლის 7 ივნისს ალიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა,რომ მოუთმენლად ელოდა ენ ვოლფიენ ვოლფთან შეხვედრას, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ვოლფთან ბრძოლა არ შედგა.ამის მაგივრად, 2006 წლის 11 ნოემბერს, ალი შელი ბარტონს შეხვდა,რომელიც ტექნიკური ნოკაუტით მეოთხე რაუნდში დაამარცხა. 2007 წლის 2 თებერვალს, ალი კვლავ შეხვდა ონილს და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ეს ალის უკანასკვნელი პროფესიონალური ბრძოლა იყო[5].

მაჩვენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

24 მოგება (21 ნოკაუტი, 3 მსაჯების გადაწყვეტილება), 0 წაგება , 0 ფრე
შედეგი თანაფარდობა მოწინააღმდეგე მოგების ტიპი რაუნდი თარიღი ადგილი შენიშვნა
მოგება 24–0–0 Guyana გუენდოლინ ონილი ტექნიკური ნოკაუტი 1 2007-02-03 South Africa კემპტონ პარკი, სამხრეთ აფრიკა
მოგება 23–0–0 United States შელი ბარტონი ტექნიკური ნოკაუტი 4 2006-11-11 United States ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
მოგება 22–0–0 Sweden ასა სანდელი ტექნიკური ნოკაუტი 5 2005-12-17 Germany ბერლინი, გერმანია
მოგება 21–0–0 United States ერინ ტუგილი ტექნიკური ნოკაუტი 3 2005-06-11 United States ვაშინგტონი WIBA & WBC სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება 20–0–0 United States კასანდრა გეიგარი ტექნიკური ნოკაუტი 8 2005-02-11 United States ატლანტა, ჯორჯია
მოგება 19–0–0 Guyana გუენდოლინ ონილი ნოკაუტი 3 2004-09-24 United States ატლანტა, ჯორჯია IWBF საშუალოდ მძიმე წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება 18–0–0 Dominican Republic მონიკა ნუნეში ტექნიკური ნოკაუტი 9 2004-07-30 United States ლუისვილი, კენტუკი
მოგება 17–0–0 United States ნიკი ეპლიონი ტექნიკური ნოკაუტი 4 2004-07-17 United States ბოუი, მერილენდი
მოგება 16–0–0 United States ქრისტი მარტინი ნოკაუტი 4 2003-08-23 United States ბილოქსი, მისისიპი
მოგება 15–0–0 United States ვალერი მაჰფუდი ტექნიკური ნოკაუტი 6 2003-06-21 United States ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
მოგება 14–0–0 United States მარი ენ ალმაგერი ტექნიკური ნოკაუტი 4 2003-02-14 United States ლუისვილი, კენტუკი
მოგება 13–0–0 United States ვალერი მაჰფუდი ტექნიკური ნოკაუტი 8 2002-11-08 United States ლას-ვეგასი, ნევადა WIBA, IWBF & IBA სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება 12–0–0 United States სუზეტ უილიამსი ტექნიკური ნოკაუტი 2 2002-08-17 United States ლას-ვეგასი, ნევადა IBA-ს სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ტიტული
მოგება 11–0–0 United States შირველ უილიამსი მსაჯების გადაწყვეტილება 6 2002-06-07 United States საუთავენი, მისისიპი
მოგება 10–0–0 United States ჯეკი ფრეზიერ-ლაიდი მსაჯების გადაწყვეტილება 8 2001-06-08 United States ვერონა, ნიუ-იორკი
მოგება 9–0–0 United States კრისტინ რობისნსონი ტექნიკური ნოკაუტი 5 2001-03-02 United States ვერონა, ნიუ-იორკი
მოგება 8–0–0 United States კენდრა ლენჰარტი მსაჯების გადაწყვეტილება 6 2000-10-20 United States ობორნ ჰილსი, მიჩიგანი
მოგება 7–0–0 United States მარჯორი ჯოუნსი ტექნიკური ნოკაუტი 1 2000-06-15 United States უნივერსალ სიტი, კალიფორნია
მოგება 6–0–0 United States კრისტინა კინგი ტექნიკური ნოკაუტი 4 2000-04-02 China გუანჯოუ, ჩინეთი
მოგება 5–0–0 United States კარენ ბილი ტექნიკური ნოკაუტი 3 2000-04-08 United States დეტროიტი, მიჩიგანი
მოგება 4–0–0 Canada კრისტალ არკანდი ნოკაუტი 1 2000-03-07 Canada ვინდსორი, კანადა
მოგება 3–0–0 United States ნიკოლინ არსმსრონგი ტექნიკური ნოკაუტი 2 1999-12-10 United States დეტროიტი, მიჩიგანი
მოგება 2–0–0 United States შადინა პენიბეიკერი ტექნიკური ნოკაუტი 4 1999-11-10 United States ჩესტერი, დასავლეთი ვირჯინია
მოგება 1–0–0 United States ეპრილ ფოულერი ნოკაუტი 1 1999-10-08 United States ვერონა, ნიუ-იორკი ალის პროფესიონალური დებიუტი

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისეთი კრივი ჩემპიონი, როგორიცაა ენ ვოლფი (24-1)[11] ინტერვიუებში აცხადებდა, რომ მან მრავალჯერ გამოიწვია ალი ორთაბრძოლისთვის, თუმცა იგი მუდამ არიდებთა თავს არასასურველ მეტოქეებს.[12][13][14][15] ამასთან, ალი ამტკიცებდა რომ მოკრივეები არარაციონალურ თანხებს ითხოვდნენ ასეთი შეხვედრებისთვის, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა მატჩების გასამართად.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Laila Ali Biography“. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2012. ციტირების თარიღი: November 22, 2012.
  2. KNOCKOUT: Boxing Champ Laila Ali Talks Beauty. Hairshow.us. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: March 27, 2015.
  3. My Father the Greatest of All Time. Fatherly. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 16, 2017. ციტირების თარიღი: 15 August 2017.
  4. Laila Ali vs. Shadina Pennybaker http://boxrec.com/media/index.php/Laila_Ali_vs._Shadina_Pennybaker
  5. 5.0 5.1 ლეილა ალი - ჩემპიონის მოჩხუბარი ქალიშვილი [PHOTO] https://sportall.ge/sport/individualuri-sakheobebi/krivi/72714-leila-ali-chempionis-mochkhubari-qalishvili-photo.html
  6. Bennett, Amy Beth. (November 8, 2002) Laila Ali takes two more title belts. usatoday. ციტირების თარიღი: August 25, 2013.
  7. Ali stands tall against Martin. boston.com (August 25, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: August 25, 2013.
  8. Eplion falls in four http://www.espn.com/sports/boxing/news/story?id=1841950
  9. „Ali wins first WBC title“. smh.com.au. June 12, 2005. ციტირების თარიღი: August 25, 2013.
  10. "Women's Boxing - Laila Ali". დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2013. ციტირების თარიღი: June 16, 2017.
  11. Leatitia Robinson Boxing Record. boxrec.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 10, 2015. ციტირების თარიღი: August 26, 2013.
  12. Anne Wolfe Interview: "Ali's legacy didn't live on through his daughter!". დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2008. ციტირების თარიღი: March 27, 2015.
  13. Is Laila Ali Running Scared From Ann Wolfe? You Decide!. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 18, 2012. ციტირების თარიღი: March 27, 2015.
  14. Women's Boxing: Ann Wolfe Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2015. ციტირების თარიღი: March 27, 2015.
  15. [1] Error in webarchive template: Check |url= value. Empty.Category:Webarchive template errors
  16. Laila Ali is fed up with rumors and lies surrounding the delay of Ali Vs Wolfe Bout. eastsideboxing.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 19, 2013. ციტირების თარიღი: August 26, 2013.