შინაარსზე გადასვლა

მაიკ ტაისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკ ტაისონი, 2019

მაიკლ ჯერალდ „მაიკ“ ტაისონი (ინგლ. Michael Gerard Tyson; დ. 30 ივნისი, 1966) — ამერიკელი მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC ვერსიით (1986-90, 1995-96), მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალთა შორის (1987-90). ამერიკულმა ჟურნალმა „Ring“ ყველა დროისა და ხალხის მე-14 უდიდეს მძიმეწონოსან მოკრივედ გამოაცხადა.

„რკინის მაიკმა“ მაინც ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზაცია. მისი მწვრთნელი კასა დ’ამატოს გარდაცვალების შემდეგ მაიკი მორალურად გატყდა. მისი დამარცხება „ბასტერ“ დაგლასის მიერ 1990 წელს, დღემდე ითვლება კრივის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად. თავად ტაისონმა აღიარა, რომ მისი კარიერა კრივში დაგლასთან დამარცხებით დასრულდა. „ჩემთვის კრივი ამის შემდეგ უბრალოდ ფულის შოვნის საშუალება გახდა და მეტი არაფერი“ - განაცხადა ტაისონმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მას შემდეგ ტაისონს ბევრი უსიამოვნება შეემთხვა, ორჯერ ციხეშიც მოხვდა და სრულად გამოვიდა ფორმიდან. გარკვეული ხნის შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა ვარჯიში კვლავ დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: